დამტკიცებულია  შპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე” დირექტორის  ბრძანებით №4, 07.05.2014
შპს საზოგადოებრივი  კოლეჯის  “XXI საუკუნე” დებულება


1. ზოგადი დებულებები
1.1. შპს  საზოგადოებრივი კოლეჯის „XXI საუკუნე“ (შემდეგში „კოლეჯი“) დებულება (შემდეგში
„დებულება“)   აწესრიგებს  კოლეჯის  ფუნქციონირებას, სასწავლო პროცესს და მის თანმდევ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს და მათ უფლება– მოვალეობებს. დებულებას  ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.
1.2. დებულება ადგენს და აწესრიგებს კოლეჯის ურთიერთობას პროფესიულ სტუდენტებთან, პროფესიულ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
2. საგანმანათლებლო    დაწესებულების    ორგანიზაციულ-სამართლებრივი    ფორმა    და დაწესებულების სახე
2.1.  კოლეჯი  არის  კერძო  სამართლის  იურიდიული  პირი  (შეზღუდული  პასუხისმგებლობის
საზოგადოება)  -  პროფესიული  საგანმანათლებლო    დაწესებულება,  რომელიც  ახორციელებს
პროფესიული    განათლების    საგანმანათლებლო    პროგრამებს    და    ასევე,    ქართულ    ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2.2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეა საზოგადოებრივი კოლეჯი.
3. კოლეჯის მისია
კოლეჯის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ამისათვის კოლეჯი მიაწოდებს პროფესიულ სტუდენტებს საქართველოს პროფესიული განათლების მიზნებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ პროგრამებს, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას და მისცემს მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად რეალიზების საშუალებას.
4. კოლეჯის მიზნები და ამოცანები
4.1. კოლეჯის მიზანია:
ა)    პროფესიული    საგანმანათლებლო    საქმიანობის    განხორციელება    და    კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება სხვადასხვა მიმართულებით;
ბ)  პროფესიულ  სტუდენტთა  თვითშემოქმედების  ხელშეწყობა,  რომელიც  გამოიხატება  მათი
ჩართულობით სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.
გ)პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და პროფესიული დაცვის ხელშეწყობა; დ) პროფესიული მასწავლებლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
4.2. მიზნების მისაღწევად კოლეჯი:
ა) უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტისათვის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით;
ბ) ზრუნავს პროფესიული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
გ) დასახული მიზნების მისაღწევად  კოლეჯი თანამშრომლობს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან, პრაქტიკის კომპონენტის განმახორციელებელ  სუბიექტებთან.
5. კოლეჯის საქმიანობის სფერო
5.1. პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების შესაბამისად კოლეჯი  ვალდებულია  სათანადოდ  უზრუნველყოს  სტუდენტისათვის  პროფესიული განათლების მიღება;
5.2.     კოლეჯი     ვალდებულია     თავის     ტერიტორიაზე      შექმნას     ჯანმრთელობისა     და
სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო;
5.3.  კოლეჯი  ვალდებულია  საწარმოო  პრაქტიკის  გავლისას  პროფესიული  სტუდენტის უფლებები დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუქმნას მას უსაფრთხო გარემო;
5.4.      კოლეჯის      მიზანია      პროფესიული      განათლებით      დაინტერესებულ      პირებთან
კონსულტაციების გამართავა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების სფეროს შესახებ;
5.5.    კოლეჯი    უზრუნველყოფს    გადაწყვეტილებების    საჯაროობის,    გამჭირვალობისა    და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას.
6. კოლეჯის სტრუქტურა
6.1.კოლეჯის სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით:
•   კოლეჯის დირექტორი
•   დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
•   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
•   კანცელარია
•   ბუღალტერია
•   ბიბლიოთეკა
•   სამედიცინო პუნქტი
7. კოლეჯის დირექტორი
7.1.   კოლეჯს   მართვას   დირექტორი.   იგი   თავის   საქმიანობას   წარმართავს    საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში.
7.2. კოლეჯის დირექტორი:
•   წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში;
•   ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, პროფესიულ მასწავლებლებს;
•   ხარისხის სამსახურისა და პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებს;
•   ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ დოკუმენტებს;
•   ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
•   ამტკიცებს კოლეჯის განვითარების ერთწლიან და ექვსწლიან სტრატეგიულ გეგმებს;
•   გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
•   მონიტორინგს უწევს პროფესიულ კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს;
•   უფლებამოსილია    გამოაცხადოს    მიღება    კოლეჯის    პროფესიულ    საგანამანთლებლო პროგრამებზე;
•   უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სათანადო საფუძვლის არსებობისას ჩარიცხოს, შეუჩეროს ან/და შეუწყვიტოს პროფესიულ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი;
•   უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
•   უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტებთან სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებს;
•   უზრუნველყოფს ხელშეკრულებების გაფორმებას პრაქტიკის ობიექტებთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
•   ახორციელებს    საქართველოს    კანონმდებლობითა    და    პროფესიული    კოლეჯის    შიდა
რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
8.1. დირექტორის მოადგილეს სასწავლო  დარგში ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.
8.2. დირექტორის მოადგილეს სასწავლო  დარგში:
•   ასრულებს დირექტორის მოვალეობას დირექტორის არყოფნის შემთხვევაში;
•   მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შედგენასა და განახლებაში;
•   აწარმოებს კოლეჯის სასწავლო პროცესის მონიტორინგს;
•   ხელს უწყობს პროფესიული სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით;
•   მონაწილეობს პროფესიული მასწავლებლისა და კოლეჯის პერსონალის  შერჩევის პროცესში;
•   უფლებამოსილია   წარმოადგინოს   კოლეჯი   მესამე   პირებთან   ურთიერთობებში   მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
•   ურთიერთობს  პარტნიორ  ორგანიზაციებთან,  დამსაქმებლებთან  და  უზრუნველყოფს  მათ მაღალ ჩართულობას სასწავლო პროგრამების შედგენასა და საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებაში;
•   ორგანიზებას უკეთებს კოლეჯის გამოსაშვებ საკვალიფიკაციო გამოცდებს;
•   აქტიურად მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მშობლების და ფსიქოლოგების ჩართულობას;
•   სწავლის  ხარისხის  შემოწმების  მიზნით  ახდენს  შუალედური  და  დასკვნითი  გამოცდების
მონიტორინგს;
•   განსაზღვრავს ლექციისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების განრიგს;
• პერიოდულად აწყობს შეხვედრას პროფესიულ მასწავლებლებთან, სადაც განიხილავენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მსჯელობენ სტუდენტების მიერ მასალის უკეთ დაძლევის მეთოდებზე, შუალედურ და დასკვნითი გამოცდის საკითხების თემატიკასთან შესაბამისობაზე;
•   შეიმუშავებს  კოლეჯის  განვითარების  ერთწლიან  და  ექვსწლიან  სტრატეგიულ  გეგმებს  და წარუდგებს დირექტორს დასამტკიცებლად;
•   უზრუნველყოფს    სტუდენტთა    და    მასწავლებელთა    მაღალ    ჩართულობას    სხვადასხვა სემინარებსა და ტრეინინგებში;
•   ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
9. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
9.1.   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახური   არის   კოლეჯის   სტრუქტურული   ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კოლეჯის სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემატურ მონიტორინგს და შეფასებას;
9.2.    ხარისხის    უზრუნველყოფის    სამსახურის    უფროსს    თანამდებობაზე    ნიშნავს    და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი;
9.3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:
•   განიხილავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს;
•   ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლისა და სწავლების
თანამედროვე მეთოდებით;
•   ამზადებს თვითშეფასების ყოველწლიურ ანგარიშს;
•   ხელმძღვანელობს და ანალიზს უკეთებს სტუდენტთა და თანამშრომელთა გამოკითხვებს და მიღებულ შედეგებს იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
•   აკეთებს გარე და შიდა შეფასების ანალიზს და წარუდგენს კოლეჯის დირექტორს;
•   თავის    კომპეტენციის    ფარგლებში    მონაწილეობს    კოლეჯის    სტრატეგიული    გეგმის შემუშავებაში.
10. კანცელარია
10.1.  კანცელარია  არის  კოლეჯის  სტრუქტურული  ერთეული,  რომელსაც  ხელმძღვანელობს საქმეთა მმართველი;
10.2. საქმეთა მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი;
10.3. საქმეთა მმართველი:
•   აწარმოებს კოლეჯში პერსონალისა და პროფესიული მასწავლებლების პირად საქმეებს;
•   აწარმოებს სტუდენტთა პირად საქმეებს, მოთხოვნის შემთხვევაში ახდენს მათ გაცემას;
•   აწარმოებს პერსონალური დოკუმენტების (ცნობები, ამონაწერები და სხვ.) მომზადებასა და გაცემას;
•   დაინტერესებულ   უფლებამოსილ   უწყებებს   სათანადო   ფორმით   აწვდის   ინფორმაციას
კოლეჯის ადამიანური რესურსის შესახებ;
•   აწარმოებს    ბრძანებების,    ხელშეკრულებების,    შემოსული    და    გასული    დოკუმენტაციის აღრიცხვას ჟურნალებს;
•   ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს;
•   ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
11.  ბუღალტერია
11.1.  ბუღალტერია  არის  კოლეჯის  სტრუქტურული  ერთეული,  რომელსაც  ხელმძღვანელობს ბუღალტერი;
11.2. ბუღალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი;
11.3. ბურალტერი:
•   აწარმოებს    კოლეჯის    ქონების,    მისი    მატერიალურ–ტექნიკური    და    ფინანსური რესურსების ბუღალტრულ  აღრიცხვას;
•   აწარმოებს კოლეჯის ბალანსს და  საბუღალტრო  ანგარიშებს;
•   ახორციელებს ანგარიშსწორებას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან და ცალკეულ პირებთან;
•   წარმართავს ურთიერთობას  სახაზინო და საგადასახადო  სამსახურებთან და  ბანკებთან;
•   უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის დადგენილი წესით წარმოებას;
•   ახორციელებს    პროფესიულ    მასწავლებელთა    და    ადმინისტრაციულ    თანამშრომელთა ხელფასების და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა/გაცემას;
•   ანგარიშვალდებულია    კოლეჯის  დირექტორის    წინაშე    ფინანსური  და  მატერიალური რესურსების დარგში.
12. ბიბლიოთეკა
12.1.ბიბლიოთეკა  არის  კოლეჯის  სტრუქტურული  ერთეული,  რომელსაც  ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი;
12.2. ბიბლიოთეკარს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი;
12.3.    ბიბლიოთეკარი    წარმართავს    ბიბლიოთეკის    საქმიანობას    და    უზრუნველყოფს მკითხველებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას;
12.4. ბიბლიოთეკარი:
• ატარებს  სათანადო  ღონისძიებებს       ბიბლიოთეკის  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
•   უზრუნველყოფს მკითველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, კატალოგებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.
12.5. ბიბლიოთეკარის ძირითადი საქმიანობაა:
•   წიგნების მიღება, დამუშავება და მათი აღრიცხვა კატალოგებში;
•   პერიოდულ გამოცემათა დამუშავება და აღრიცხვა;
•   მკითხველისათვის მომსახურეობის გაწევა.
12.6.   ბიბლიოთეკარი   პასუხს   აგებს    ბიბლიოთეკის   ქონების   დაცვისა   და   მიზნობრივი გამოყენებისათვის.
13. სამედიცინო პუნქტი
13.1. სამედიცინო პუნქტი არის კოლეჯის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი;
13.2. ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი;
13.3. ექიმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და მასწავლებლებს;
13.4. ექიმს უფლება აქვს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვეევაში აცნობოს მშობელს, ნათესავს ან მის კანონიერ წარმომადგენელს
და პაციენტი გადაყვანილ იქნას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;
13.5. ახორციელებს ამ დებულების შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს კოლეჯის წინაშე   სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას.
14. პროფესიული განათლების მასწავლებელი
14.1 პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
14.2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;
14.3. შესაბამისი კვალიფიკაციის ან/და გამოცდილების მქონე პროფესიული მასწავლებელი ამავდროულად შეიძლება იყოს პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციაა მონაწილეობა მიიღოს პროფესიული პროგრამის შემუშავებაში;
14.4. კოლეჯში პროფესიული მასწავლებლის მიღება წარმოებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და გასაუბრების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებს კოლეჯის დირექტორი, დირექტორის მოადგილესთან ურთიერთშეთანხმებით;
14.5. პროფესიული მასწავლებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
•    ავტობიოგრაფია -CV
•    განცხადება
•    განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
•    სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
•    ფოტოსურათი.
14.6. პროფესიული მასწავლებლის დანიშვნის შესახებ გამოიცემა ბრძანება და ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
15. პროფესიული მასწავლებლის უფლება-მოვალეობები
15.1. პროფესიული მასწავლებლისათვის აუცილებელია დაიცვას  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, წინამდებარე    დებულება, შრომითი    ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები;    საქართველოს    მოქმედი    კანონმდებლობით    გათვალისწინებული
მოთხოვნები და ვალდებულებები; უზრუნველყოს დირექტორის ბრძანებების ან უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციების შესრულება.
15.2. პროფესიული განათლების მასწავლებელი:
•  სტუდენტის  პროფესიული  მომზადების  უზრუნველყოფის  მიზნით,  ახორციელებს სწავლებას შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
•  ხელს  უწყობს  სტუდენტებში  პროფესიული  უნარ-ჩვევებისა  და  კომპეტენციების ჩამოყალიბებას;
•   მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შედგენაში, განახლებასა და ინოვაციური სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
•   უზრუნველყოფს  თეორიული  და  პრაქტიკული  სწავლების  მაღალ  საგანმანათლებლო დონეზე ჩატარებას;
•   პასუხისმგებელია  კოლეჯის  საკუთრებაში  არსებული  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის მოვლა-პატრონობაზე;
15.3. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:
•   მიიღოს ყველა გონივრული და სამართლებრივი ზომა, კოლეჯის დირექციის ნებართვის გარეშესასწავლო პროცესზე  არ დაუშვას სხვა არაუფლებამოსილი პირი;
•    აწარმოოს სტუდენტთა დასწრება/მოსწრების ჟურნალი;
•  მიიღოს ყველა გონივრული ზომა სტუდენტის ცოდნისა და მიღწევების სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, სტუდენტის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით;
•  მზრუნველობით მოეპყროს კოლეჯის ქონებას და მიიღოს ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად;
•    არ დაუშვას ლექციის გაცდენა/ჩაშლა;
• პროფესიული  განათლების  მასწავლებელს  უფლება  აქვს  მოსთხოვოს  კოლეჯს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
15.4.   პროფესიული   მასწავლებელი   ვალდებულია   არანაკლებ   1   თვით   ადრე   წერილობით
გააფრთხილოს კოლეჯი,  მასთან შრომითი ხელშეკრულების შესაძლო მოშლის თაობაზე; 15.5. მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატივის შემთხვევაში, კოლეჯის გადაწყვეტილებით, მასწავლებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობა გააგრძელოს კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დრომდე ან დაწყებული სასწავლო პროგრამის დასრულებამდე;
15.6. პროფესიულ მასწავლებელს უფლება აქვს დროულად მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით
დადგენილი  შრომითი ანაზღაურება.
16. პროფესიულ მასწავლებელთა წახალისების ფორმები
16.1. კოლეჯის დირექტორი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას პროფესიულ მასწავლებელთა წახალისების შესახებ:
ა)     კონკრეტული     დამსახურებისათვის,     რომელიც     აღემატება     დასაქმებულის     ჩვეულ
სამსახურებრივ მოვალეობებს და დაკავშირებულია ზედმეტ ძალისხმევასთან;
ბ)   კონკრეტული   დამსახურებისათვის,   რომელიც   შედის   დასაქმებულის   სამსახურეობრივ მოვალეობებში, მაგრამ შესრულებულია სანიმუშოდ;
გ) განსაკუთრებული სირთულის მქონე დავალების წარმატებით შესრულებისათვის; დ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი შრომისათვის;
ე)კოლეჯის    მიზნებისა    და    ამოცანების    განხორციელებაში    მნიშვნელოვანი    წვლილის შეტანისათვის.
16.2. პროფესიული მასწავლებლის მიმართ წახალისების ფორმათ შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) ფულადი პრემია.
16.3.   დასაქმებულის   წასახალისებლად   შესაძლებელია   ერთდროულად   გამოყენებულ   იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
17. პროფესიულ მასწავლებელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის წესები
17.1. პროფესიულ მასწავლებელთა დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივი მოვალეობების და წინამდებარე დებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ)  კოლეჯისათვის  მატერიალური  ზიანის  ბრალეულად  მიყენება  ან  ასეთი  ზიანის  მიყენების რეალური საშიშროების შექმნა;
გ)  ზოგადზნეობრივი  ნორმების  წინააღმდეგ  ან  კოლეჯის  დისკრედიტაციისაკენ  მიმართული უღირსი საქციელი;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი უფლება-მოავლეობების შეუსრულებლობა.
17.2. კოლეჯის დირექტორი, პროფესიული მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში,  უფლებამოსილია  გამოიყენოს  დისციპლინური  პასუხისმგებლობის    შემდეგი
ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სამსახურიდან გათავისუფლება.
17.3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა.
18. პროფესიული სტუდენტი
18.1. პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც კანონმდებლობით და პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩაირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
18.2. კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობები, განცხადებების მიღებისა და დასრულების ვადები. ბრძანება ქვეყნდება საჯაროდ, კოლეჯის ვებ-გვერდზე;
 
18.3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე;
18.4.  პროფესიულ   საგანმანათლებლო  პროგრამაზე   ჩასარიცხად  აუცილებელია   აპლიკანტმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
•    პირადი განცხადება (შეივსება ადგილზე);
•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•    საშუალო /საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის დედანი);
•    მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში
-  წინა  საფეხურის  პროფესიული  დიპლომი  ან  მასთან  გათანაბრებული  სხვა  დოკუმენტი  ან არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დოკუმენტი;
•    ვაჟების შემთხვევაში სამხედრო მიწერის მოწმობა;
•    ფოტოსურათი (3/4) - 2 ცალი.
18.5. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ჩასარიცხად გამოიცემა ბრძანება და ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება.
19. პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობები
19.1. პროფესიული სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით და სტუდენტთან გაფორმებული სასწავლო ხელშეკრულებით;
19.2. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი განათლება; ბ) ჰქონდეს სწავლისათვის შესაფერისი უსაფრთხო გარემო;
გ)  მოითხოვოს  სასწავლო  პროცესის  მონაწილეთაგან  მათთვის  დაკისრებულ  მოვალეობების შესრულება;
დ) მიიღოს დროული და უტყუარი ინფორმაცია მის კანონიერ ინტერესებთან დაკავშირებით,
მათ შორის სწავლის საფასურის ოდენობის და მისი გადახდის გრაფიკის შესახებ;
ე) თავისუფლად და სხვების დაუხმარებლად გამოთქვას საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე; ვ)იყოს დაცული ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისაგან;
ზ)  ისარგებლოს  კოლეჯის  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზით,  ბიბლიოთეკით,  ინტერნეტით,
სასწავლო კურსების სილაბუსებით და სხვა საშუალებებით;
თ) მიიღოს ინფორმაცია კოლეჯში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს შუალედური და საბოლოო შედეგები;
ი) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია სასწავლო დისციპლინების და გამოცდის ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
კ)  პერიოდულად  მოახდინოს  პროფესიული  მასწავლებლის  მუშაობის  შეფასება  სპეციალური კითხვარის საშუალებით;
ლ) ისარგებლოს მობილობის უფლებით კოლეჯის სასწავლო რეგულაციების შესაბამისად; მ) ისარგებლოს სასწავლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა უფლებებით.
19.3. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
ა)   იცნობდეს  კოლეჯის   დებულებით,   სასწავლო   ხელშეკრულებით  და   სხვა  ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებს იცავდეს მათ;
ბ) დროულად და შესაბამის საბანკო ანგარიშზე კოლეჯის მიერ დადგენილი გრაფიკით, გადაიხადოს  სწავლის  საფასური,  ასევე  სხვა  ფინანსური  დავალიანება  და  კოლეჯს დაუყოვნებლივ წარუდგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) პატივისცემით მოექცეს სტუდენტებს, მასწავლებლებს და კოლეჯის სხვა თანამშრომლებს;
დ)   გაუფრთხილდეს   კოლეჯის   ქონებას,   ხოლო   მისი   ბრალეული   ქმედებით   დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი;
ე) დაიცვას უსაფრთხოების წესები;
ვ) უმიზეზოდ არ დააგვიანოს და არ გააცდინოს ლექციები;
ზ) შეასრულოს კოლეჯის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; მ) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ნ)  შეასრულოს  ამ  დებულებით  და  სასწავლო  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  სხვა ვალდებულებები.
19.4 პროფესიულ სტუდენტს ეკრძალება:
ა)  ალკოჰოლური  სასმელების,  თამბაქოსა  და  საქართველოს  კანონმდებლობით  უნებართვოდ აკრძალული ნივთების კოლეჯის ტერიტორიაზე შეტანა და რაიმე ფორმით გამოყენება;
ბ)  კოლეჯის  ინფორმაციულ  სივრცეში  ყველა  ტიპის  კომპიუტერული  თამაშები,  კოლეჯის ადმინიტრაციასთან შეუთანხმებლად პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
გ) ლექციების მიმდინარეობისას მობილური ტელეფონით სარგებლობა;
დ) თამბაქოს მოწევა კოლეჯის შენობაში; ე)კოლეჯის ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოყვანა.
20. პროფესიული სტუდენტის წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის წესები
20.1. პროფესიული სტუდენტის წახალისება:
კოლეჯის  დირექტორი  ინდივიდუალური  სამართლებრივი  აქტით  იღებს  გადაწყვეტილებას წარჩინებული, სანიმუშო სტუდენტების წახალისების შესახებ;
20.2. წახალისების ფორმათ შეიძლება გამოყენებულ იქნას: ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში შექმნილი ნამუშევრით დასაჩუქრება; გ) უფასო ექსკურსიის ორგანიზება.
20.2. პროფესიული სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა:
ა) პროფესიული სტუდენტის მიერ კოლეჯის დებულებით განსაზღვრული ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში სტუდენტის მიერ დისციპლინარული დევნა ხორციელდება სადისციპლინო კომისიის მიერ;
ბ)  სადისციპლინო  კომისიის  შემადგენლობაში  შედის:  დირექტორი,  დირექტორის  მოადგილე სასწავლო დარგში და საქმეთა მმართველი;
გ) დისციპლინარულ დევნაში ჩართული უნდა იყოს თავად დამრღვევი;
20.3.     სადისციპლინო კომისია გამოიყენებს შემდეგ დისციპლინარული ზომებს:
ა) ზეპირი გაფრთხილება;
ბ) წერილობითი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით;
გ)  სტუდენტის  სტატუსის  შეჩერება  და  რეკომენდაცია  სხვა  პროფესიულ  საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლაზე.
21. დამხმარე პერსონალი
21.1. დამხმარე პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფებს კოლეჯის დირექტორი.
21.2. დამხმარე პერსონალის ფუნქციაა:
ა) კოლეჯში სისუფთავის შექმნა, შენარჩუნება, დაცვა;
ბ) სამეურნეო საკითხთა ოპერატიულად გადაჭრა;
გ) სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის საკითხთა მოგვარება;
დ) კოლეჯის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება; ე) კოლეჯის ქონების დაცვის უზრუნველყოფა.
22. ადმინისტრაციისა    და    დამხმარე    პერსონალის    წახალისებისა    და    დისციპლინარული პასუხისმგებლობის წესები
22.1. ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მოვალეობების, აგრეთვე დამატებით ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება; გ) ფულადი პრემია.
22.2. ადმინისტრაციის,  დამხმარე  პერსონალის    დისციპლინურ  დისციპლინურ  გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივი მოვალეობების და წინამდებარე დებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ)  კოლეჯისათვის  მატერიალური  ზიანის  ბრალეულად  მიყენება  ან  ასეთი  ზიანის  მიყენების რეალური საშიშროების შექმნა;
გ)  ზოგადზნეობრივი  ნორმების  წინააღმდეგ  ან  კოლეჯის  დისკრედიტაციისაკენ  მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება.
კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინარული გადაცდომის შემდეგი ფორმები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სამსახურიდან გათავისუფლება.
23. პროფესიული საბჭო
23.1.  კოლეჯში  დირექტორის  ბრძანებით  იქმნება  პროფესიული  საბჭო.  პროფესიული საბჭოს ფუნქციაა სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭება;
23.2.    პროფესიული    საბჭოს    შემადგენლობაში    შედიან:    დირექტორი,    დირექტორის
მოადგილე    სასწავლო    დარგში,    ხარისხის    უზრუნველყოფის    სამსახურის    უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელები;
23.3. პროფესიულ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი;
23.4. პროფესიული საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მდივანს.
24. დასკვნითი დებულებები
24.1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე;
24.2.  წინამდებარე  დებულებაში  ცვლილებების  და  დამატებების  შეტანა  ხდება  დირექტორის ბრძანებით;
24.3. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების შემთხვევაში.