დამტკიცებულიაშპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე”
დირექტორისბრძანებითბრძანება №14 ,  15.01.2012
განახლებულია დირექტორისბრძანება №5, 07.05.2014

                                                                                                

შპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე”

ექიმის დებულება

 

1. ექიმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს  საქართველოს კონსტიტუციით, ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს  მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების, კოლეჯის შინაგანაწესით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. კოლეჯის ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს  კოლეჯის დირექტორი.
3. ექიმის სახელფასო სარგო განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ექიმის უფლებები და მოვალეობები:
4.1 ახორციელებს ამ დებულების შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს კოლეჯის წინაშე სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;
4.2 ხელმძღვანელობს კოლეჯის სამედიცინო, ჰიგიენურ-სანიტარული  პროცესის დაცვას;
აკონტროლებს და  ატარებს შემოწმებას აუდიტორიების, დერეფნების, სასადილოს, ტუალეტის შემოწმების მიზნით და  ინფორმაციას აწვდის დირექტორს;
4.3 თავის კომპეტენციის ფარგლებში  ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის.
5. ექიმი ვალდებულია:
5.1. დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს  კოლეჯის სტუდენტთა ზუსტი რაოდენობა;
5.2 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და მასწავლებლებს;
5.3 სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვეევაში აცნობოს ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს და პაციენტი გადაყვანილ იქნას  შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;
5.4 მზადყოფნაში ჰქონდეს სამედიცინო კუთხე;
5.5 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, აღრიცხოს და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს ჯანმრთელობის პრობლემის მქონე სტუდენტები (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა), იზრუნოს კოლეჯის სამედიცინო  მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის.
6. დასკვნითი დებულებანი
6.1  ექიმის დებულებას ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.
6.2 ექიმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კოლეჯის  დირექტორის ბრძანებით.