დამტკიცებულია

                                                                               შპს საზოგადოებრივი კოლეჯი

                                                                               „ XXI საუკუნე“ დირექტორის

                                                                                ბრძანებით N 56  22.07.2016

     

              

 

                სასწავლო პროცესის მარეგულირებელი დოკუმენტი

 

 

 

1.    ზოგადი დებულებები

 

 

1.შპს  საზოგადოებრივი  კოლეჯის  „ XXI საუკუნე „ (შემდეგში კოლეჯის) პროფესიული საგანმანათლებლო (პროფესიული საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამა და ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროგრამების (შემდგომში მოდულური პროგრამები) პროფესიულ სტუდენტთა სტატუსის მოპოვების , შეჩერების , აღდგენის , შეწყვეტის , მიღებული ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების  საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ საფუძველზე და ამ წესების შესაბამისად.

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომში საგნობრივი შემუშავება და მოდულური პროგრამის ადაპტირება

2.1. პროფესიულ საგანმანათლებლო საგნობრივი პროგრამა-საგანმანათლებლო პროგრამა. რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კეალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს (სილაბუსებს) პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის ხანგრძლივობა, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში. სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს თან ერთვის სილაბუსები.

2.2. მოდულური პროგრამების შემთხვევაში, დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ პროგრამაში განსაზღვრულია: სახელწოდება. სარეგიტრაციო ნომერი. პროფესიული კვალიფიკაციის დონე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით. მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია, საკანონმდებლო ბაზა, როგრამაზე დაშვების წინაპირობა, კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები, პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები, პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა, პროგრამის სტრუქტურა და მოდულები, პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება. პროგრამის განსორციელების გეგმა და ინფორმაცია პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შესახებ.

2.3. მოდული წარმoადგენს მოდულური პროგრამის განუყოფელ ნაწილს. მტკიცდება პროგრამასთან ერთად. ერთიანი აქტით, ხოლო მოდულში ცვლილების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება ასევე მტკიცდება სამართლებრივი აქტით.

2.4. პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელთან ერთად პროფესიული მასწავლებლების ჩართულობით. ასევე შესაძლებელია ჩართული იყოს დამსაქმებელი/დამსაქმებლები ან/და საწარმოო პრაქტიკის მონაწილე სუბიექტი/სუბიექტები.

2.5. მოდულური პროგრამის შემთხვევაში დაწესებულების მიერ განსახორციელებელი პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს;

2.6. მოდულური პროგრამის ადაპტირება/დანერგვისთვის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება შიდა სამუშაო ჯგუფი. რომლის შემადგენლობაშიც შედის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, შესაბამისი მოდულური პროგრამის  ხელმმღვანელი და მოდულური პროგრამის განმახორციელებელი პირები. მოდულურ პროგრამებს თან ერთვის მოდულები (ზოგადი სავალდებულო. პროფესიული სავალდებულო და არჩევითი). პროგრამის განმახორციელებელი პირების მიერ დგება კალენდარული გეგმები.

სამართლებრივი აქტით პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამაზე ან/და მოდულურ პროგრამებზე.

2.7. პროფესიულ სტუდენტთან კოლეჯის დირექტორის მიერ ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება. რომელშიც გაწერილია პროფესიულ სტუდენტთა უფლება-მოვალეობები და სხვა.

 

მუხლი 3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება 

3.1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის ,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის და თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობის გათვალისწინებით. დაშვების წინაპირობა შესაბამისობაშია პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ დაშვების წინაპირობასთან, კონკურსის არსებობის შემთხვევაში. დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული პროგრამით განსაზღვრულია დამატებითი პირობა.

3.2. პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივ პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას. საგნობრივ პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობას. დაწესებულებისათვის განსაზღვრული მისაღები კონტიგენტის ფარგლებში, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.

3.3. მოდულურ პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას, მოდულურ პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობას დაწესებულებისათვის განსაზღვრავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ  ცენტრი.

3.4. დირექტორი ბრძანებით აცხადებს მიღებას კონკრეტული საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ბრძანებით განისაზღვრება:

  ა) პროგრამის ზუსტი დასახელება და საფეხური;

  ბ) ჩარიცხვის პირობები;

  გ) წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათავალი;

  დ) დოკუმენტების წარმოდგენის დაწყების და დასრულების თარიღები;

  ე) გამოცდის, გასაუბრების ჩატარების თარიღები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  ვ) სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი.

3.5. III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივ პროგრამებზე ჩაირიცხება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და აკმაყოფილებს პროფესიული სტანდარტით  გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

3.6. IV ან V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივ პროგრამებზე თუ მათ არ გააჩნია წინა საფეხური. ჩაირიცხება პირი. რომელსაც მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლების დოკუმენტი და აკმაყოფილებს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

3.7. III  საფეხურზე საბაზო განათლების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხული პირი უფლებამოსილია გააგრძელოს სწავლა იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივ პროგრამაზე მე-4 და მე-5 საფეხურზე სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის წარდგენის

გარეშე

3.8. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია (პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამისთვის) წინა საფეხურის პროგრამის ათვისება (ასეთის არსებობის შემთხვევამი) ან წინა საფეხურის პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებღაობით დადგენილი წესით აღიარება.

3.9. დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღისა მონაცემები შეიტანება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

 

 

4.პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

4.1 სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია სტუდენტის განცხადებით  დადასტურებული სურვილი სწავლის გაგარძელების შეუძლებლობის მოტივით, ან მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გარკვეულ ეტაპზე შეუსრულებლობა. 

4.2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია

  • პირადი განცხადება;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
  • სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა;
  • ფინანსური დავალიანება;
  • ხანგრძლივი ავადმყოფობა;
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

4.3 სტატუსის შეჩერებისა და დადგენის საკითხი წყდება იმის გათვალისწინებით,  რამდენად შესაძლებელია სტუდენტის მიერ არჩეულ მიმართულებაზე შემდგომში  სწავლის გაგრძელება, რაც ცნობილი უნდა იყოს განმცხადებლისათვის შეჩერების  თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. 

4.4 სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადების გასვლის შემდეგ განიხილება საკითხი  სტატუსის აღდგენის თაობაზე, დაიშვება კოლეჯის დირექტორის ბრძანება სტატუსის  აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე.

 

 

 

 

5.პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

5.1 სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ხდება პირის განცხადების, ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შემთხვევაში, რაც ფორმდება დირექტორის ბრძანებით და შესაბამისი ცვლილებები შეიტანება მონაცემთა ბაზაში.

5.2 სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

ბ) პირადი განცხადება;

გ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი (თავისუფლების აღმკვეთ  დაწესებულებეში გადაყვანის შემთხვევაში);

დ)  უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება,  ძალადობა და შეურაცყოფა სტუდენტების, მასწავლებლის,  ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;

ე) შეფასების მიღების მცდელობა გამოცდაზე დაუშვებელი ხერხებით და მეთოდებით (მუქარა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლით);

5.3 სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

 

6. პროფესიულ  სტუდენტთა მობილობა

6.1 მობილობის პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა იმ პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ჩაირიცხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ამა თუ იმ ავტორიზირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დასაშვებია შიდა მობილობით კოლეჯის სტუდენტებისათვის სპეციალობიდან-სპეციალობაზე გადასვლა.

6.2 მობილობის პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც აკადემიური დავალიანების, ასევე ნულოვანი კრედიტის მქონე სტუდენტებს, თუ ისინი ჩართულები არიან სასწავლო პროცესში.

6.3 სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველმა კოლეჯში სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სასწავლო ბარათის ბეჭდით დამოწმებული ასლი. კოლეჯის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ადგენს სტუდენტის მიერ გავლილი საგნების შესაბამისობას კოლეჯის სასწავლო პროგრამასთან, ახდენს შესაბამისი კრედიტების აღიარებას. სტუდენტისათვის შეთავაზებული პირობები წინასწარ ეცნობება კონკურსანტს.

6.4 მობილობის ფარგლებში სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მსურველი პროფესიული სტუდენტი განცხადებით მიმართავს კოლეჯის დირექტორს შესაბამისი საბუთების ასლის მოთხოვნით, როგორც სხვა პროფესიულ სასწავლებელში გადასვლის მსურველი.

6.5  მობილობის მსურველი მოიპოვებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 7. სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება

7.1. საქართველოს სხვა საგანმასათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების ჩათვლა ხორციელდება დაწესებულების ხარისსის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელის მიერ. პროფესიული სტუდენტის მიღებული ცოდნის, უნარებისა და ფასეულობების პროფესიულ სტასდარტთან და პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივ პროგრამებზე შესაბამისობის დადგენის გზით.

7.2. თუ პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამის უკვე ათვისებული კომპონენტის სახელწოდება მცირედით განსხვავდება დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამის კომპონენტისაგან, თუმცა შინაარსობრივად სწავლის შედეგები იდენტურია, ის აღიარებული იქნება მიმღები დაწესებულების მიერ.

7.3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მიღებული კრედიტების მოდულური პროგრამის შიზნებისათვის აღიარების წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დარეგულირდება დირექტორის ბრძანებით.

7.4. მოდულური პროგრამის ფარგლებში მიდებული განათლების აღიარება მოხდება გავლილი  მოდულების ან ცალკეული სწავლის შედეგების დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

7.5. მოდულური პროგრამის შემთხვევაში მიღებული განათლების აღიარება დარეგულირდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 8. არაფორმალური განათლების აღიარება

8.1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია I-III საფეხურის ფარგლებში ყველა პროფესიისათვის, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა.

8.2. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის. უნარებისა  და ღირებულებების შემოწმება.

8.3. არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის დირექტორის ბრძანებით

მუხლი 9. პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი და მოდულური პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი

 9.1. პროფესიული საგანმანათლებლო საგნობრივი პროგრამების შეცვლის ან გაუქმების

შემთხვევაში დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

 9.2. პროფესიული საგანმანათლებლო/საგნობრივი და მოდულური პროგრამის შეცვლის ან

გაუქმების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულებას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა საგანმანთლებლო დაწესებულებებთან.

9.3. მოდულური პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნეელყოფა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 10. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამისათვის

10.1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევსი შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

10.2. შეფასების სისტემა უშვებს:

ნწ ა) ხუთი სახის დადებით მეფასებას:

ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) მალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81 -90%;

ა.გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) 1D) დამაკმაყოფ<>ლებელი - მაქსიმალური მეფასების 61 -70%;

ა.ე)  (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (PX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს. რომ პროფესიულ სტუდენტს  ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ)  (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები. რაც ნიშნავს. რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

10.3. სასწავლო კურსის მაქსიმალაური შეფასება 100 ქულის ტოლია.

10.4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:

  ა) შუალედურ შეფასებას

  ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

10.5. შუალედურ ან დასკენით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს მოთხოვნის საფუძველზე საშუალება ეძლევა ერთხელ გავიდეს დამატებით შუალედურ  ან დასკვნით გამოცდაზე.

10.6. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვეეაში. ძირითადი გამოცდიდან არანაკლებ 10 დღეში.

10.7. დამატებით გამოცდაზე გასასვლელად პროფესიული სტუდენტი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას, სადაც მიუთითებს სასწავლო კურსის დასახელებას.

10.8. შეფასების კრიტერიუმები ცალკეული სასწავლო კომპონენტისათვის შედგენილია ინდიფიდუალირად მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისად და დეტალურად აღწერილია სილაბუსებში.

10.9. გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასებები განსაზღერულია შესაბამისი სილაბუსებით.

10.10. თეორიული და პრაეტიკის კომპონენტის შეფასება ფორმდება შესაბამისი შეფასების უწყისებით.

10.11. პროფესიულ სტუდენტთა დასწრება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში.

 

მუხლი 11.  პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება მოდულური პროგრამების

შემთხვევაში

11.1. შეფასება არსებობს განმავითრებელი და განმსაზღვრელი.

11.2 განმაეითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების. ასევე ჩათვლის  პრინციპების გამოყენებით.

11.3. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას.

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა

ბ) საწვლის შედეგი ვერ დადასტურდა

11.4. უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს დაადასტუროს სწავლის შედეგი პროგრამის დასრულებამდე ან იმ მოდულის დაწყებამდე რომლის წინაპირობაც არის მოდული, რომლის შედეგიც ვერ

 11.5. სწავლის შედეგი დადასტურებულად ითვლება თუ შესაფასებელი პირი დადებითად შეფასდა  შეფასების მიმართულებისა და კრიტერიუმის მიხედვთ;

 11.6. სწავლის შედეგის დადასტურება ერთი პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ ხდება;

11.7. შესაძლებელია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთდროულად დადასტურება.

10.8. შეფაების ინსტრუმენტი უნდა  უნდა შეესაბამებოდეს მოდულით განსაზღერულ მტკიცებულებას და შეფასების მიმართულებას.

11.9. შესრულების მტკიცებულება წარმოადგენს შესაფასებელი პირის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის მატერიალური ან ციფრული სახით დადასტურებას;

11.10. შეფასების ინსტრუმენტს შეიმუშაეებს მოდულის დაწყებამდე განმახორციელებელი პირი. რომელსაც განიხილავს შიდა მონიტორინგის სამსახური და ვალიდაციის შემთხვევაში, შესაბამისი ხელმოწერით ადასტურებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

11.11. შესრულების მტკიცებულებების შეგროვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოდულის განმახორციელებელ პირს. რომელიც აღნიშნულ მტკიცებულებებს ათავსებს პროფესიული

სტუდენტის პორტფოლიოში, ხოლო მოდულის დასრულების შემდეგ გადასცემს საკანცელარიო საქმის მწრამოებელს.

11.12. შესრულების მტკიცებულებები უნდა მოიცავდეს შესაფასებელი პირის ინდენტიფიცირების საშუალებას.

11.13. შეგროვების შემდეგ შესრულების მტკიცებულებები ინახება პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში:

11.14. მტკიცებულებები ინახება მათი მოპოვებიდან 5 წლის ვადით რის შემდეგაც ხდება მისი განკარგვა დადგენილი წესით.

11.15. სწავლის შედეგების დადასტურების უწყისები პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე ინახება პორტფოლიომი. ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ გადაეცემა არქივს და ინახება უვადოდ.

                                    კვალიფიკაციის მინიჭება

 

11.16. კვალიფიკაცია პროფესიულ სტუდენტს ენიჭება პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების დაძლევის შემთხვევაში                   კოლეჯში დირექტორის ბრძანებით იქმნება პროფესიული საბჭო. პროფესიული საბჭოს ფუნქციაა სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭება;

11.16 პროფესიული საბჭოს შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელები;

11.17. პროფესიულ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი;

11.18. პროფესიული საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მდივანს.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების სასწავლო პროცესში ჩართვის წესი

 

მუხლი 12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შენობაში გადაადგილების თავისებურებები

12.1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სწავლებასა და სწავლის პროცესში

ჩართულობის დაწესებულება უზრუნველყოფს ადაპტირებული სასწავლო გარემოთი, რაც გულისხმობს:

ა) დაწესებულების შენობაში შეღწევის შესაძლებლობას პანდუსის მეშვეობით

ბ) დაცვის სამსახურის თანამშრომლის გამოყოფას შეუფერხებელი გადაადგილებისათვის დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე.

ვ) ადმინისტრაციის თანამშრომლის მიმაგრებას რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მონე პირის კომუნიკაცია კონსულტაციას ყველა სტრუქტურულ ერთეულთან.

12.2. საჭიროების შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულს და წარმოადგენას მის მოდიფიკაციას მისაღწევი სწავლის შედეგების თვისობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებას) და/ან აკომოდაციას (სწავლებისა და შეფასების მიდგომებშიცვლილებას მისაღწევი სწავლის შედეგების  ცვლილების გარეშე) და შესაბამისად აზუსტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის საჭირო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.

12.3. ინდივიდუალური სასწაელო გეგმა გამოიყენება როგორც სახელმძღვანელო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში სპეციალურ  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის მიმდინარე შეფასება ხორციელდება ინდივიდუალურად. განსაზღვრულ მისაღწევ სწავლის შედეგებთან,  ხოლო საბოლოო შეფასება და კრედიტების მინიჭება - საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

დასკვნითი დებულებები

 

13.1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე;

13.2 წინამდებარე დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება დირექტორის ბრძანებით;

13.3. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების  შემთხვევაში.