საზოგადოებრივი კოლეჯი
“XXI საუკუნე”
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი)


თბილისი
2017
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი “XXI საუკუნე” არის კერძო სამართლის იურიდიული პირი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) - პროფესიული საგანმანათლებლო  დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. 
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეა საზოგადოებრივი კოლეჯი.
კოლეჯის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ამისათვის კოლეჯი მიაწოდებს პროფესიულ სტუდენტებს საქართველოს პროფესიული განათლების მიზნებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ პროგრამებს, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას და მისცემს მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად რეალიზების საშუალებას.
შპს საზოგადოებრივ კოლეჯში “XXI საუკუნე” არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესის შესახებ.
საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი) ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და განთავსებულია დაწესებულების ვებ-გვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე” 
მისამართი:  ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი  №142 (მე-3 სართ.)        ვებგვერდი www.xxl.edu.ge
ტელ.: 2 34-08-39     მობ.: 5 58 20 42 25

ბუღალტერი
III საფეხური
 
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:   ბუღალტერი
პროფესიული განათლების საფეხური:    მესამე  საფეხური.  
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია, ბუღალტერ–მოანგარიშე.
პროგრამის მოცულობა:   ბუღალტრის  მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა მოიცავს  60  კრედიტს. 36 კრედიტი (900 საათი)  ეთმობა თეორიულ სწავლებას, ხოლო 24 კრედიტი (600 საათი) - სასწავლო და საწარმოო  პრაქტიკას.   სწავლის ხანგრძლივობა 38 კვირა,  საიდანაც 8 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.  ერთი კრედიტი უტოლდება 25 ასტრონომიულ საათს, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობისათვის საჭირო საათები. ამასთან, საკონტაქტო (სააუდიტორიო) მუშაობა შეადგენს დატვირთვის დაახლოებით 40%-ს, ხოლო 60%  დამოუკიდებელ მუშაობას.  
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბუღალტრის მესამე საფეხურის  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საბაზო ან სრული ზოგადი                       განათლების მქონე   პირს.
პროფესიული პროგრამის მიზანი:   
ბუღალტრის მესამე  საფეხურის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს პროფესიულ სტუდენტს   საბუღალტრო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევები. ბუღალტრის მესამე საფეხურის  კვალიფიკაციის მქონე პირი მონაწილეობს  საბუღალტრო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ  აღრიცხვა-ანგარიშგებაში, პროგრამის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვის,   სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის არსის საფუძვლიანი შესწავლა, ეკონომიკური ანალიზის თეორიული საფუძვლების გაცნობა და ინფორმაციული უზრუნველყოფა, ასევე სტუდენტს შესძინოს  ეკონომიკური კატეგორიების  ცოდნა; გამოუმუშაოს სამეურნეო ოპერაციების აღქმის და საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციების ასახვის, სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის, საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის,  პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის, ტიპური/გამეორებადი ოპერაციების ბუღალტრულ ანგარიშებში  დამოუკიდებლად ასახვის, საცდელი ბალანსის  შედგენის უნარი. 
დასაქმების   სფერო 
ბუღალტრის მესამე  საფეხურის  პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დაიკავოს ბუღალტერ-მოანგარიშის პოზიცია კერძო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო დაწესებულებების სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო სამსახურში.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება    აქვს სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის, დოკუმენტირებული სამეურნეო მოვლენის საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის, საბუღალტრო ანგარიშებში ნაშთების გამოთვლის, საცდელი ბალანსის შედგენის, საგადასახადო სისტემის ზოგადი პრინციპებისა  და პროცესების, ასევე ბიზნესის სამართლისა და ეკონომიკის  საფუძვლების ცოდნა 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი    შეუძლია:
დათვლა, აღწერა, გაზომვა და გამოთვლითი სამუშაოების შესრულება; პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა; პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კრებსითი უწყისების შედგენა; ბუღალტრული გატარება მინიშნებული ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;ტიპიური/გამეორებადი ოპერაციების დამოუკიდებლად ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში; დანერგილ საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების შეტანა, ოპერაციების კორექტირება. საცდელი ბალანსის შესადგენი ნაშთების მომზადება.
დასკვნის გაკეთების უნარი    შეუძლია ცალკეულ საბურალტრო ანგარიშებში თავმოყრილი ინფორმაციის დაჯგუფება, მათ ბაზაზე ოპერატიული
ხელმძღავნელობისათვის აუცილებელი პერიოდული ანგარიშგების მომზადება ცალკეული სააღრიცხვო ობიექტებისა და თემატიკის მიხედვით
კომუნიკაციის უნარი    აქვს უნარი მოკლედ, ლაკონურად და გასაგებად დასვას პრობლემური საკითხი და იოლად აღიქვას განხილვისას გამოთქმული მოსაზრება. შეუძლია მესამე მხარესთან სააღრიცხვო საკითხების გარკვევა; ამ მიზნით წერილობით გასაგებად  ჩამოაყალიბოს  მოთხოვნა  ან/და  პასუხი  სააღრიცხვო  ინფორმაციაზე,  დოკუმენტებზე,  ტექნიკასა და
ტექნოლოგიაზე. აქვს უცხოურ ენაზე შედგენილი საბუღალტრო დოკუმენტის შინაარსის გაგების უნარი.
სწავლის უნარი    შეუძლია საბუღალტრო საქმიანობის შესახებ ახალი ცოდნის მიღება და მომავალი კარიერის დაგეგმვისთვის სწავლის საჭიროებების განსაზღვრა
ღირებულებები    იცნობს ბუღალტრის ეთიკის კოდექსის ძირითად ნორმებს. არის პუნქტუალური, მოწესრიგებული, კეთლისინდისიერი

 

 
.

 

 


 

ტუროპერატორი
III საფეხური
 
 საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ტუროპერატორი
პროფესიული განათლების საფეხური:  მესამე  საფეხური.  
Iმისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ტუროპერატორის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია - ტურისტული მომსახურების დაჯავშნის სპეციალისტი.
პროგრამის მოცულობა:    ტუროპერატორის მესამე საფეხურის    პროფესიული პროგრამა მოიცავს მინიმუმ 60  კრედიტს.  საიდანაც 36 (900სთ.) კრედიტი ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 24 კრედიტი (600სთ.) სასწავლო-საწარმოო  პრაქტიკას. პრაქტიკისა და სასწავლო კომპონენტის პროცენტული თანაფარდობა  შესაბამისობაშია პროფესიულ სტანდარტთან.  სწავლის ხანგრძლივობა 38 კვირა,  საიდანაც 8 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას. ერთი კრედიტი უტოლდება 25 ასტრონომიულ საათს, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობისათვის საჭირო საათები. ამასთან, საკონტაქტო (სააუდიტორიო) მუშაობა შეადგენს დატვირთვის დაახლოებით 40%-ს, ხოლო 60%  დამოუკიდებელ მუშაობას.  

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  ტუროპერატორის მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება; 
პროფესიული პროგრამის მიზანი:   
პროგრამის მიზანია მოამზადოს სტუდენტი ტუროპერატორის პროფესიაში.
პროგრამის მიზანია მოამზადოს  ტუროპერატორი, რომელიც შეძლებს სერვის მომწოდებლების შერჩევას,  მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარებას,  ფასის შეთანხმებას,  კონტრაქტის გაფორმებას,  მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღებას,  ტურპაკეტების შექმნას,  გაყიდვას,  ტურის მომზადებას,  დაგეგმვას და ორგანიზებას;  გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების საშუალებების შერჩევას, ტურის მიმდინარეობის კონტროლს.

დასაქმების   სფერო 
ტუროპერატორი შესაძლოა მუშაობდეს როგორც ტურისტულ კომპანიაში, ასევე დამოუკიდებლადაც. 
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება    იცის:  
ტურიზმი:       
ტურიზმის მარკეტინგის და  მენეჯმენტის საფუძვლები; ტურიზმის საფუძვლები (მარკეტინგის სტრატეგია და ტაქტიკა);  ტურების დაგეგმვის ოპერაციული სისტემა;  ტურისტული მომსახურების სეგმენტაცია;  ფასწარმოქმნა; მომსახურების / პროდუქტის გაყიდვების პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა  (გაყიდვების ტექნიკა და გაყიდვების კონტროლის სისტემა); შესრულებული სამუშაოსა და მომსახურების  შეფასება; სასტუმროებისა და რესტორნების სამუშაო  სტრუქტურა;  ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა;  ტურიზმის საერთაშორისო 
ასოციაციები;  ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები; მომსახურების მომწოდებლები;  სატრანსპორტო მარშრუტები; ბიზნეს კომუნიკაცია; ტურიზმისა გეოგრაფია; საერთაშორისო ტურიზმი ; ტურისტული პროდუქტი; ღირსშესანიშნაობები; საქართველოს გეოგრაფია  (საბაზისო ცოდნა) ;  საქართველოს ისტორია  (საბაზისო 
ცოდნა);  საქართველოს ხელოვნება  (საბაზისო ცოდნა);  საქართველოს ეთნოლოგია და კულტურა  (საბაზისო ცოდნა);  მდგრადი ტურიზმის ძირითადი მოთხოვნები.  

მომსახურება:
მომსახურების არსი და ნორმები;  მომსახურების სფეროს თანამშრომლების როლი და სამუშაოსთვის აუცილებელი მახასიათებლები;  უცხო კულტურის თვისებების მქონე მომხმარებლების მომსახურება (რასა, ეროვნება, მოქალაქეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი, სექსუალური ორიენტაცია);  მომსახურების პროცესისა და პრინციპების ცოდნა;  მომხმარებლის დამკვეთის მოთხოვნების განსაზღვრა; მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა;  შეზღუდული უნარის მქონე ადამიანთა მომსახურების პრინციპები;  ეტიკეტი და პროფესიული ეთიკა.  საორგანიზაციო სტრუქტურა; ტურისტული პროდუქტი; მომსახურების მომწოდებლები; დამკვეთები;    

საქართველოს კანონმდებლობა და პროფესიული ეთიკა:
შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები;  პროფესიის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა და ძირითადი საერთაშორისო ნორმატიული აქტები; კადრების შერჩევის და დაქირავების მარეგულირებელი ნორმები;  პროფესიული ეთიკისა და ზოგადი ბიზნეს ეთიკის მარეგულირებელი ნორმები;  შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მარეგულირებელი ნორმები. საქართველოს საგადასახადო სისტემა.  

გარემოს დაცვა და ეკოლოგია (საბაზისო ცოდნა)   
უსაფრთხოება:   
გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან;   საქართველოში არსებული საფრთხეები  (ცხოველები, ქვეწარმავლები,  სტიქია,  კრიმინალური სიტუაცია,ტრანსპორტის მოძრაობა,  ეპიდემია,  ალერგიულიმცენარეულობა ან საკვები); პირველი სამედიცინო დახმარების წესები; ახლომდებარე სამედიცინო კლინიკების მდებარეობა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი    შეუძლია:  ტურისტული მარშრუტისთვის ძირითადი ან დამატებითი  ინფორმაციის მოძიება;  მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა;  ქვეყნის მასპინძლობის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა;   მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა;  მომხმარებლის/დამკვეთის მოთხოვნების ზუსტი განსაზღვრა;  ტურისტული პაკეტების  დაგეგმვა-შემუშავება;  შესაბამისი მომსახურების შესყიდვის დაგეგმვა;  სამოგზაურო დოკუმენტაციის მომზადება  – გაფორმება;  სააღრიცხვო  დოკუმენტაციის მომზადება  – გაფორმება;  ტურისტული პროდუქტის  პრეზენტაცია;  სასტუმროს დაჯავშვნა; ტრანსპორტის,  კვების,  სხვადასხვა  ღონისძიებების ორგანიზება;   ტურისტთა მოთხოვნების გათვალისწინება  პასუხისმგებლობის ფარგლებში;  უსაფრთხოების წესების,  ჰიგიენისა და  ეთიკის ნორმების დაცვა;  ტურის მსვლელობის ხარისხის კონტროლი;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მომსახურება;  უცხოელ და ადგილობრივი მომხმარებლის მომსახურება;  ტურისტული  პროდუქტის განვითარება; დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა  და პრეზენტაცია;  ტურების მართვა. 
დასკვნის გაკეთების უნარი    შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება, მუშაობის საკუთარი სტილის  შემუშავება, საკუთარი ფუნქციების, მოვალეობებისა და  ვალდებულებების გაცნობიერება; მომხმარებლის /დამკვეთის  მოთხოვნების ზუსტი განსაზღვრა.  შეუძლია: გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და  ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;  აქვს სიტუაციის ანალიზისა და  პრობლემის მოგვარების გზების ძიების უნარი;  განხორციელებული  ტურის ანალიზი და შეფასება; წინდახედულeბა  (შეცდომის პრევენციის  და მოგვარება);  კოლეგების მითითებების და შენიშვნების მიღება,  გათვალისწინება და სათანადო დასკვნის გამოტანა ამა თუ იმ  პრობლემასთან დაკავშირებით. პრობლემების გადაჭრის და  გადაწყვეტილების მიღების უნარი;   ტურისტთა მოთხოვნების  გათვალისწინება პასუხისმგებლობის ფარგლებში; სტუმრებთან  პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში არგუმენტირებული ახსნა- განმარტება; გაუთვალისწინებელი პრობლემის წარმოქმნისას, სტუმრის  პრეტენზიის შემთხვევაში, ადექვატური გადაწყვეტილების მიღება;  მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სტუმრის საჩივრის  შემთხვევაში, სტუმრის კეთილგანწყობის შენარჩუნება და პრობლემის  აღმოფხვრა; სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების სტუმრის სურვილების  განსაზღვრა და მომსახურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.  მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის იდენტიფიცირების და  კატეგორიებად დაყოფის უნარი; ამოცანის გადასაწყვეტად გარკვეული  მიდგომების შემუშავების და მიღებული შედეგების ანალიზის უნარი;  უნდა გააჩნდეს საკუთარი სამუშაოს ორგანიზების და სწორედ დაგეგმვის  უნარი; უნდა შეძლოს როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად მუშაობა;  საქმიანობის კოორდინირება მენეჯერთან, ზოგჯერ მუშაობა  პარტნიორთან და მისი დახმარება; ცვალებად გარემოსა და  სიტუაციებისადმი  შეგუება, სამუშაო პროცესებისა და მომსახურების  ხარისხის გაუმჯობესებისათვის დისკუსიებში მონაწილეობა და  წინადადებების შეთავაზება.
კომუნიკაციის უნარი    აქვს კარგი საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური თვისებები;   საზოგადოებასთან ურთიერთობა და  PR; თანამშრომლობის და მოსმენის   უნარი; საკუთარი აზრის გასაგებად გადმოცემის უნარი; პრეზენტაციის   უნარი  - ტურისტული პროდუქტის პრეზენტაცია; ქვეყნის მასპინძლობის   ინდუსტრიასთან თანამშრომლობა; მომწოდებლებთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი; სახელმწიფო დაწესებულებებთან კომუნიკაცია   და თანამშრომლობა;  შეუძლია ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და   წერილობითი კომუნიკაცია, პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში   საჭირო ინფორმაციის გაგება, გააზრება, მოძიება.  შეუძლია შეზღუდული   შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი; ფლობს   საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს; შეუძლია დარგის   პროფესიული უზრუნველყოფის გამოყენება; შუძლია ინფორმაციის   მოძიება ინტერნეტში, სპეციალურ ლიტერატურასა და კოლეგების   გამოკითხვის გზით; მუდმივად და ეფექტურად იღებს ინფორმაციას   სფეროში არსებული თანამედროვე მიმდინარეობების შესახებ   ჟურნალებიდან, სახელმძღვანელოებიდან, წიგნებიდან და სპეციალური   ინტერნეტ გვერდებიდან. ფლობს უცხოურ ენას (ინგლისური), შეუძლია   დიალოგის წარმართვა და ენის პრაქტიკული გამოყენება;   აუცილებლად უნდა ჰქონდეს მკაფიო და გამართული მეტყველება, სწორი   არტიკულაცია; დეტალურად ახსნისა და განმარტების მიცემის უნარი.
სწავლის უნარი    შეუძლია ლიტერატურის და წყაროების მოძიება, დამუშავება და    ანალიზი, საკუთარი სწავლის დაგეგმვა, ქვეყნის ტურისტულ სიახლეებსა    და ღირშესანიშნაობებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება,    თვითგანვითარება და ცოდნის გაღრმავება, ტურისტული პროდუქტის    განვითარება.   
ღირებულებები    იცავს პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებს,  გაცნობიერებული    აქვს საკუთარი მოვალეობები,  ფუნქციები და პასუხისმგებლობა.  არის    მომღიმარი,  ზრდილობიანი,  თავაზიანი და ყურადღებიანი;  ახასიათებს    ორგანიზებულობა,  დისციპლინა,  პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა,     საკუთარი და სხვისი ფუნქციების და მოვალეობების გაცნობიერება,     კონსტრუქციული თანამშრომლობა და კეთილგანწყობა კოლეგებთან,     სხვისი დახმარება,  საქმისადმი პატიოსანი და ეთიკური მიდგომა;     გულისყურით ეკიდება სტუმრის თხოვნას;  კრიტიკულ სიტუაციაში არ    კარგავს მობილიზაციის უნარს და მაქსიმალურად ცდილობს    მომხმარებლის დაკმაყოფილებას.  აქვს დროის განსაზღვრის და მართვის    უნარი;  კონცენტრაციის უნარი;  არის ტოლერანტული (უცხო    კულტურის/ტრადიციების პატივისცემა),  აკურატული,  მომთმენი და    ემოციურად სტაბილური. ახასიათებს შემოქმედებითობა და ლიდერობის    უნარი; აქვს საკუთარი ქვეყნის კანონებისა და ტრადიციების პატივისცემა;     ეკოლოგიური ცნობიერება.  იცავს უსაფრთხოების წესებსა და პირადი    ჰიგიენის ნორმებს; მუდმივად ზრუნავს ტურის მსვლელობის ხარისხზე.    

 

 

 

 

 


ფარმაცევტის თანაშემწე
V საფეხური
 
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ფარმაცევტის თანაშემწე
პროფესიული განათლების საფეხური:  მეხუთე  საფეხური.  
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.
პროგრამის მოცულობა:    ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული პროგრამა მოიცავს  120 კრედიტს (3000 სთ), აქედან,  თეორიულ კომპონენტს ეთმობა 72 კრედიტი (1800 საათი), პრაქტიკულ კომპონენტს - 48 კრედიტი (1200 საათი). სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი- 4 სემესტრი;  ერთი კრედიტი - 25 ასტრონომიული საათი, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობისათვის საჭირო საათები. 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა სრული ზოგადი განათლება.

პროფესიული პროგრამის მიზანი:   
ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ფარმაცევტის თანაშემწის მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა,  რომელიც შეძლებს ფარმაცევტის ეფექტურ ასისტირებას, როგორც სააფთიაქო დაწესებულებებში, ასევე ფარმაცევტულ ბაზებსა და საწარმოებში. 
ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული პროგრამის გავლის შემდეგ პროფესიული სტუდენტები შეიძენენ თეორიულ ცოდნას ფარმაკოლოგიაში, ფარმაცევტულ ქიმიაში, გაეცნობიან ფარმაცევტული საქმიანობის მენეჯმენტის და მარკეტინგის საკითხებს, შეისწავლიან მზა წამალთა ფორმების სააფთიაქო და საქარხნო ტექნოლოგიას, ფარმაცევტულ საქონელმცოდნეობას, ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციას და ეკონომიკას, რაც საფუძველი იქნება პრაქტიკულ საქმიანობაში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებისა.  

VII. დასაქმების   სფერო 
ფარმაცევტის თანაშემწის დასაქმების ადგილებია - აფთიაქები, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, ფარმაცევტული ბაზები, ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები , სტომატოლოგიური და სამედიცინო ტექნიკის მაღაზიები.

VIII. სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება    აქვს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი და/ან სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. აცნობიერებს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობებს (საზღვრებს).
•    იცის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ზოგადი საფუძვლები;
•    იცნობს ფარმაცევტულ წარმოებაში და ანალიზურ  ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის წესებს;
•    იცის ფარმაცევტული ხსნარების, ფხვნილების, გამონაცემების, მონახარშების, მალამოების საჭიროებისამებრ მომზადების ზოგადი თეორიული საფუძვლები;
•    იცნობს წამლის ხარისხის კონტროლის და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ანალიზის ზოგად  თეორიულ საფუძვლებს;
•    იცის წარმოების საწყობში შემოსული ნედლეულისა და მასალების მიღება, აღრიცხვა;
•    იცის წარმოების პროცესის დაწყებით  სტადიაზე  (დამხმარე სამუშაოები)  ნედლეულისა და მასალების მომზადების (აწონვა, დაწვრილმანება, გაცრა, შერევა, სხვადასხვა გამხსნელების მომზადება, გახსნა, აორთქლება, შრობა და ა.შ) თეორიული საფუძვლები;
•    იცის მომზადებული პროდუქტის დაფასოება, შეფუთვა, მარკირება;
•    იცის ფარმაცევტული პროდუქციის (მედიკამენტები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, პარასამკურნალო საშუალებების), სამედიცინო დანიშნულების საქონლის - საგნების, მასალების, შემავსებელის,  დამხმარე და ძირითადი ნივთიერებების  მიღება-განთავსება, შენახვის პირობების  უზრუნველყოფა, სერიული აღრიცხვა და ვარგისობის ვადის კონტროლი. 
•    აცნობიერებს პროფესიული საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების ხასიათსა და სირთულეს პოულობს გადაჭრის ზოგად შესაძლებლობებს.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი    შეუძლია შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება აბსტრაქტული პრობლემის შემოქმედებითად გადასაწყვეტად.

•    ფარმაცევტული ხსნარების,ფხვნილების, გამონაცემების, მონახარშების, მალამოების დამზადება აფთიაქში, ექიმის რეცეპტის შესაბამისად, ფარმაციის ბაკალავრის ან მაგისტრის მეთვალყურეობით; 
•    წარმოების საწყობში შემოსული ნედლეულისა და მასალების მიღება, აღრიცხვა;
•    მცენარეული, ცხოველური და მინერალური ნედლეულის დამზადება, შრობა, შენახვა. პირველადი დამუშავება (დაწვრილმანება, გაცრა, შერევა), 
•    სხვადასხვა გამხსნელების მომზადება, გახსნა, აორთქლება, შრობა;
•    ტექნოლოგიური ოპერაციების (დაფასოება, შეფუთვა-მარკირება) განხორციელებაში მონაწილეობა;
•    ფარმაცევტული პროდუქციის (მედიკამენტები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, პარასამკურნალო საშუალებები), სამედიცინო დანიშნულების საქონლის-საგნების, მასალების, შემავსებელი,  დამხმარე და ძირითადი ნივთიერებების  მიღება-განთავსება, შენახვის პირობების  უზრუნველყოფა და ვარგისობის ვადის კონტროლი;
•    მეორე და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;
•     ფარმაცევტული ანალიზისათვის ლაბორატორიის მომზადება;
•     რეაქტივების, ინდიკატორების,  ტიტრიანი ხსნარების, ბუფერული ხსნარების მომზადება შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტის მიხედვით, ფარმაციის ბაკალავრის ან მაგისტრის მეთვალყურეობით;
•     ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზის ობიექტების გარეგნული დათვალიერება, შეფასება, სინჯების აღება და დამუშავება;
•     წამლის ხარისხის კონტროლის და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ანალიზის განხორციელება  ფარმაციის ბაკალავრის ან მაგისტრის მეთვალყურეობით;ოკუმენტაციის წარმოება; 
•    მეორე და მესამე ჯგუფის პრეპარატების გაცემა დამოუკიდებლად; 
•    სხვებისათვის საკუთარი ცოდნის გადაცემა.
დასკვნის გაკეთების უნარი    შეუძლია კარგად განსაზღვრული პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი  სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება.
•    ფარმაცევტული ნედლეულის, სამკურნალო საშუალებების, რეაქტივების და სამედიცინო დანიშნულების საქონლის შენახვის პირობების დარღვევის შესახებ დასაბუთებული დასკვნის გაკეთება და აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; 
•     ფარმაცევტული ნედლეულის, სამკურნალო საშუალებების და რეაქტივების ვარგისიანობის ვადების კონტროლი და დასაბუთებული დასკვნების გაკეთება დროული რეალიზაციის ან ამოღების აუცილებლობის შესახებ.
კომუნიკაციის უნარი    შეუძლია იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევ-რულად გადაცემა სპეციალისტებისა და  არასპეციალისტებისათვის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით. იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. შეუძლია უცხოურ ენაზე პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა და ანგარიშის წარდგენა.

•    უნარი შესწევს ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და ანგარიშის წარდგენა  სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის რეცეპტის მიხედვით სამკურნალო საშუალებების აფთიაქის პირობებში მომზადების ტექნოლოგიების, ფარმაცევტული, ნედლეულის, პროდუქციის და რეაქტივების ვარგისიანობის ვადებისა და მათი შენახვის პირობების შესახებ;
•    შეუძლია მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით.
•    უნარი შესწევს ეფექტურად გამოიყენოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ფარმაცევტული საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
•    უნარი შესწევს გადასცეს და გაუზიაროს მოღებული ცოდნა და ინფორმაცია. აქვს დემონსტრირების უნარი. 
სწავლის უნარი    შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულებების  განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ  ვითარებაში.
შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულების განსაზღვრა შემდგომ ეტაპზე სწავლის გაგრძელებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით.
ღირებულებები    აფასებს თავისი და სხვების დამოკიდებულებას პროფესიული საქმიანო-ბისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან და უზიარებს სხვებს.
•    მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ პროფესიულ საქმიანობას; 
•    იცავს და სხვებსაც მოუწოდებს დაიცვან პროფესიული ეთიკის ნორმებს.


ინფორმაციული ტექნოლოგი
III საფეხური
 
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციული ტექნოლოგი
პროფესიული განათლების საფეხური:  მესამე  საფეხური.  
 მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.
 პროგრამის მოცულობა:    მესამე საფეხურის ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული პროგრამა მოიცავს  60 კრედიტს. აქედან სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას ეთმობა 36 კრედიტი (900 საათი), თეორიულ სწავლებას კი - 24  კრედიტი (600 საათი). სწავლის ხანგრძლივობა 38 კვირა,  საიდანაც 8 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას. ერთი კრედიტი უტოლდება 25 ასტრონომიულ საათს, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობისათვის საჭირო საათები. ამასთან, საკონტაქტო (სააუდიტორიო) მუშაობა შეადგენს დატვირთვის დაახლოებით 40%-ს, ხოლო 60%  დამოუკიდებელ მუშაობას.  
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საბაზო ან  სრული საშუალო განათლება.
პროფესიული პროგრამის მიზანი:   
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია აღნიშნული პროფესიისთვის  მესამე საფეხური სპეციალისტების მომზადება, პროფესიული ცოდნის მიღება, სამუშაოს შესასრულებლად საჭირო პროფესიის ძირფესვიანი დაუფლება და კონკრეტული შრომით საქმიანობაში უნარ–ჩვევებისა და  კომპეტენციათა ფლობის დონის მიღწევა. წარმოდგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით მესამე საფეხურის  პროფესიულ სტუდენტს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს  ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობისათვის დამახასიათებლი ღირებულებები.  მესამე  საფეხურის ინფორმაციული ტექნოლოგი დამოუკიდებლად, უზრუნველყოფს თავისი მოვალეობების  შესრულებას, როგორც სტაბილურ გარემოში ასევე ფორსმაჟორულ  სიტუაციებში; კერძოდ, პერსონალური კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აწყობას, დიაგნოსტირებას, შეკეთებას,  მოდერნიზებას,  პროფილაქტიკურ მომსახურებას  და გამართვას,   სხვადასხვა ტიპის ოპერაციული სისტემების, დამხმარე სატესტო,  ანტივირუსული პროგრამების ინსტალაციას და მის ექსპლოატაციას, ლოკალური ქსელის ტოპოლოგიის შედგენას  და   შესაბამისი  ქსელური მოწყობილობების მონტაჟს. პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტი ასევე ეუფლება კომუნიკაციური, სამეწარმეო და   უცხო ენის ცოდნის ფუნქციურ უნარებს,  რაც უზრუნველყოფს მისი პროფესიული სფეროს შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის მომავალში პრაქტიკული საქმიანობის დროს წარმატებით რეალიზების უნარის ჩამოყალიბებას.  პროგრამის სასწავლო გეგმით შექმნილია პირობები რომლებიც სტუდენტს პროფესიული განათლების მიღებაში შეუწყობენ ხელს. 
 
დასაქმების   სფერო 
ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე; კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად; შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პროფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ. 
სწავლის შედეგი:
III საფეხურის, ინფორმაციული ტექნოლოგის კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია კომპიუტერის აწყობა, გამართვა, მოდერნიზაცია, გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა. სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია, განახლება, მონაცემების აღდგენა, ქსელების ინსტალაცია-ტესტირება, რესურსების აღდგენა, მცირე საოფისე ქსელების დაპროექტება და მოწყობა. ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან საკუთარი მოსაზრებების წარდგენა, ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და კლიენტებთან პროფესიულ თემაზე საუბარი, ინფორმაციის მიღება და მარტივი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

ცოდნა და გაცნობიერება    აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, იცის:  თანამედროვე კომპიუტერების არქიტექტურა; კომპიუტერების შიგა კომპონენტების (დედაპლატა,  ცენტრალური პროცესორი, მუდმივი და ოპერატიული   მეხსიერების  მიკროსქემები, გამაგრილებელი სისტემები, გაფართოების პლატები, ინფორმაციის შემნახველი  მოწყობილობები,  შიგა   კაბელები) დანიშნულება და მახასიათებლები; აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების წესები; სტაციონარული და პორტატიული კომპიუტერების მსგავსება და განსხვავება; პერიფერიული მოწყობილობების გამართვა და მათი მუშაობის პრინციპები; ოპერაციული  სისტემის  დანიშნულება  და  მუშობის პრინციპები; ოპერაციული სისტემის აპარატურული უზრუნველყოფის  მოთხოვნები და პლატფორმასთან   შესაბამისობის  განსაზღვრა; ოპერაციული სისტემის დაყენება და  გაუმართაობების    მიზეზების მოძიება და აღმოფხვრა;  სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების მოწყობა; ქსელური მოწყობილობების დანიშნულება და მახასიათებლები; დამისამართება, გამტარუნარიანობა და  მონაცემთა   გადაცემა; ლოკალური ქსელის არქიტექტურა და ტოპოლოგიები; კომპიუტერული ქსელის მუშაობის პრინციპები და ქსელური სერვისების გამოყენება; აპარატურული  და პროგრამული დიაგნოსტიკური საშუალებები და წარმოქმნილი პრობლემების  გადაწყვეტის  საკითხები;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი    შეუძლია: კომპიუტერის აწყობა, მოდერნიზაცია და გამართვა;  პროფილაქტიკური მომსახურება ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით; გაუმართაობების აღმოფხვრა და კომპიუტერების შეკეთება; პერიფერიული მოწყობილობების დამატება და გამართვა; დრაივერების ინსტალაცია და განახლება; ოპერაციული  სისტემის  შერჩევა  საჭიროების მიხედვით,  მისი დაყენება,  გამართვა და ოპტიმიზაცია; სამომხმარებლო  და  ანტივირუსული  პროგრამების  ინსტალაცია, განახლება და გამართვა; მონაცემთა აღდგენა; აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა, წარმოქმნილი პრობლემების მიზეზის დადგენა და მისი   აღმოფხვრა; მცირე საოფისე ქსელების დაპროექტება და მოწყობა;  ქსელური მოწყობილობებისა და კაბელის ტიპების არჩევა;  ქსელის ინსტალაცია და ტესტირება; ქსელური რესურსების კონფიგურაცია.

დასკვნის გაკეთების უნარი    ტექნიკური დათვალიერების ან/და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ან მოძიებული ინფორმაციის
საფუძველზე შეუძლია წარმოქმნილი პრობლემების გააზრება, პრიორიტეტების განსაზღვრა და კვა-
ლიფიციურად აღმოფხვრა. 
კომუნიკაციის უნარი    ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.   ინფორმაციის მიღება პრობლემის შესახებ, კლიენტის კომპიუტერული პრობლემის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში, როცა მიზანშეწონილია პრობლემის გადამისამართება სხვა სპეციალისტისთვის, შეუძლია კლიენტის პრობლემის აღწერა და წერილობით გადმოცემა. ახალი ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება და საკუთარი მოსაზრებების წარდგენა კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან. შეუძლია ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში და მარტივი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე. აქვს გუნდური მუშაობის უნარი.
სწავლის უნარი    ინფორმაციული ტექნოლოგიების მუდმივი განვითარების პირობებში, დამოუკიდებლად შეუძლია პროფესიასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მოძიება, გარჩევა და შესწავლა. ასევე გააჩნია პასუხისმგებლობა პროფესიული და კარიერული ზრდის თვალსაზრსით სწავლის შემდგომ გაგრძელებაზე.
ღირებულებები    გაცნობიერებული აქვს ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მუშაობის იურიდიული და ეთიკური ასპექტები.
კლიენტთან ურთიერთობისას იცავს პროფესიული ქცევის ნორმებს და ითვალისწინებს კლიენტის სურვილებს. ასევე იცავს უსაფრთხოების წესებს. პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.


კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი) 
III საფეხური
 
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)
პროფესიული განათლების საფეხური:  მესამე  საფეხური.  
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  კრიმინალისტის   მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
პროგრამის მოცულობა: კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს - (1500 სთ), მათ შორის,  თეორიული სწავლება: 36 კრედიტი (900 საათი); პრაქტიკა: 24 კრედიტი (600 საათი). სწავლის ხანგრძლივობა 42 კვირა.  ერთი კრედიტი მოიცავს 25 ასტრონომიულ საათს, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელი მუშაობისათვის საჭირო საათები.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება სრული საბაზო ან საშაულო განათლების მქონე პირი, რომლის მინიმალური ასაკია  16  წელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

პროფესიული პროგრამის მიზანი:   
პროგრამის მიზანია მოამზადოს თეორიულ საკითხებში გაცნობიერებული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სპეციალისტი, რომელსაც ექნება საგამოძიებო მოქმედებებში სისხლის სამართლის ნორმების დაცვით მონაწილეობის უნარი და შეეძლება შემთხვევის ადგილას არსებული სამხილების ფიქსაცია, ამოღება, შეფუთვა და კვლების დაცვა; პროცესუალურად გაფორმება, დაქტილოსკოპიური ბარათის შედგენა და დაქტილოსკოპიური კვლების ცენტრალურ ბაზაში გაგზავნა.

დასაქმების   სფერო 
კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთვარებულს შეუძლია დასაქმდეს  საგამოძიებო და საექსპერტო დაწესებულებებში.

 სწავლის შედეგი: 
ცოდნა და ცოდნა და გაცნობიერება    იცის:  სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპები, ზოგადი კონცეფციები, კერძოდ, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი პრინციპები, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების ადგილი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სისტემაში, მათი საქმიანობის განხორციელების კანონიერი პრინციპები, კრიმინალისტის პროფესიული ამოცანები. იცნობს საგამოძიებო მოქმედების განხორციელების თანმიმდევრობას და გამოძიების  უსაფრთხოების საკითხებს.  
აცნობიერებს გართულულებული ამოცანების შესრულებისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს სფეროს დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების: მტკიცებულებების შეგროვების, ფიქსაციის, მოკვლევისა და გამოყენების მეთოდებს.
იცის კრიმინალისტიკური ტექნიკა და მეთოდიკა, მათ შორის ფოტო და ვიდეო ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების პროცესუალური საკითხები. იცის სქემების შედგენა მაშტაბის გათვალისწინებით პირობითი ნიშნებისა და კოორდინატების გამოყენებით.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი    შეუძლია სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების გამოყენება, დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომების შეფასება და მათი განხორციელებისათვის სათანადო მეთოდების, ინსრუმენტებისა და მასალების შერჩევა მისადაგება. აქვს მატერიალური მტკიცებულებების აღმოჩენისა და ფიქსაციის უნარი. 
შეუძლია:  
შემთხვევის ადგილის სქემის  შედგენა, პირობითი ნიშნების კოორდინატებისა და მასშტაბების გამოყენებით; ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა ფიქსაცია და ამოღება, პროცესუალურად გაფორმება, შეფუთვა დალუქვა მათი უსაფრთხოდ შენახვა; დაქტილოსკოპიური კვალთა აღმოჩენა, ფიქსაცია ამოღება, შეფუთვა და კვლების დაცვა; დაქტილოსკოპიური ბარათის შედგენა; დაქტილოსკოპიური კვლების ცენტრალურ ბაზაში გაგზავნა.
დასკვნის გაკეთების უნარი    შეუძლია: განსხვავებულ სიტუაციებში მუშაობისას პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციით სარგებლობა; ფოტოგადაღების შესატყვისი მეთოდის შერჩევა; არასაკმარისი ფაქტობრივი მოცემულობის  გამო კვალის გამოვლინების სირთულის დროს შესაბამისი მიდგომის შემუშავება, მათი შეფასება და ანალიზი.
კომუნიკაციის უნარი    შეუძლია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, კერძოდ  კვალის აღმოჩენის, ფიქსირების საკითხებთან დაკავშირებით. ფლობს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, კომპიუტერული გრაფიკის რედაქტორებს. შეუძლია კრიმინალისტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება. შეუძლია უცხო ენაზე კომუნიკაცია პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
სწავლის უნარი    შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება - ფოტოგრაფიული და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის დონის გაღრმავება და კრიმინალისტის პროფესიის დასაუფლებლად სწავლის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება.
ღირებულებები    შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში პროფესიისათვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად მოქმედება; გაცნობიერებული აქვს პროფესიული მუშაობის იურიდიული და ეთიკური ასპექტები. ურთიერთობისას იცავს პროფესიული ქცევის ნორმებს და უსაფრთხოების წესებს. პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. აცნობიერებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაღებული ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის მნიშვნელობას.

 

 

 

 


ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)
III საფეხური
 
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)
პროფესიული განათლების საფეხური:  მესამე  საფეხური.  
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის)  მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
პროგრამის მოცულობა: ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის)  მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს (1500 საათი),  საიდანაც 36 კრედიტი (900 სთ.)  ეთმობა თეორიულ კომპონენტს, ხოლო 24 კრედიტი (600 სთ) – სასწავლო და საწარმოო  პრაქტიკას. სწავლის ხანგრძლივობაა 42 კვირა.  ერთი კრედიტი მოიცავს 25 ასტრონომიულ საათს, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელი მუშაობისათვის საჭირო საათები. 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის)  მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება სრული საბაზო ან საშაულო განათლების მქონე პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  
 პროფესიული პროგრამის მიზანი:   
პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის) მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და შეძლებს: საქმისწარმოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების დამოუკიდებლობით განხორციელებას, სწორ და ეფექტურ კომუნიკაციას კოლეგებთან და საზოგადოებასთან; მოქალაქეთა შეკითხვებზე ზეპირ, უდოკუმენტო მომსახურებას; დოკუმენტების ინდექსირებას, მათ რეგისტრაციას, საარქივო მომსახურების ორგანიზაციას დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით დაკისრებული მოავალეობების ფარგლებში. პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზეშეეძლება ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ეფექტიანად გამოიყენება და უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.
VII. დასაქმების   სფერო 
ოფისის მენეჯერს (მდივან-რეფერანტს) შეუძლია დასაქმდეს  სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, სადაც მიმდინარეობს საქმისწარმოება.

VIII. სწავლის შედეგი: 
ცოდნა და ცოდნა და გაცნობიერება    აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
იცის: 
სამუშაო ადგილის მოწყობის წესები; 
საოფისე მომსახურების ძირითადი სახეები; 
ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესები; 
საერთო და სპეციალური საქმისწარმოების წესები; 
დოკუმენტთა კლასიფიკაცია იურიდიული და პრაქტიკული დანიშნულების მიხედვით; 
ოფიციალური დოკუმენტების შედგენა–გაფორმების (პირადი, სამსახურებრივი, საგანმკარგულებლო, სააღმსრულებლო, საინფორმაციო, სპეციალური დანიშნულების) და მასთან მუშაობის წესები; 
საარქივო საქმეთა ფორმირების წესები; 
საერთაშორისო მიმოწერის სტანდარტები; 
სხვადასხვა ღონისძიებათა მოწყობის წესები; 
ადმინისტრაციული და შრომის სამართლის საფუძვლები; 
ტექსტის რედაქტირების საფუძვლები; 
პროფესიული ეთიკის და ეტიკეტის წესები.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი    შეუძლია: 
პირადი დოკუმენტების მომზადება; 
სამსახურებრივი დოკუმენტების ინდექსირება, რეგისტრაცია და ოპერატიულად შენახვა; 
საკადრო, სპეციალური, საინფორმაციო და საზღვარგარეთ გასაგზავნი დოკუმენტების პროექტების მომზადება დამოუკიდებლად; 
ხელშეკრულებებსა და საკადრო დოკუმენტებზე მუშაობა; 
ინფორმაციის შეკრება, დამუშავება, შენახვა; 
მარტივი მონაცემთა ბაზის შექმნა, ელექტრონული დახარისხება და ფილტრაცია; 
დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; 
უდოკუმენტო მომსახურების ორგანიზაცია; 
საოფისე მომსახურების (მივლინების, მუშაკის სამსახურში მიღების, სხდომების, საარქივო და სხვა დავალებათა) ორგანიზება; 
საარქივო მომსახურება და საქმეთა ფორმირება არქივისათვის; 
ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მასთან დაკავშირებული მარტივი კალკულაციის წარმოება;
საოფისე ტექნიკის გამოყენება;
ხელმძღვანელთან ერთობლივი მუშაობის რეგლამენტის დაცვა.
დასკვნის გაკეთების უნარი    შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი:
ინფორმაციის დაზუსტება და გადამუშავება; 
აქვს საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების ანალიზის უნარი; 
შეუძლია მონაცემების დამუშავების პროცესში უზუსტობების დადგენა და პრობლემის მოგვარება. 
კომუნიკაციის უნარი    შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში, ეფექტიანად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება. 
შეუძლია: 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია - სათანადო ახსნა-განმარტების მიცემა, ინფორმაციის გამოთხოვა, დაზუსტება და სხვა; 
ინტერკულტურული კომუნიკაცია: 
სხვადასხვა საოფისე კომპიუტერულ პროგრამაში (MS Windows, MS Word, MS Excell, Power Point, Internet ) მუშაობა მომხმარებლის დონეზე; 
გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე; 
უცხოურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე B1 დონეზე
სწავლის უნარი    შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება: 
პროფესიული საქმიანობის შესახებ ახალი ცოდნის მიღება, 
პროფესიული განვითარებისთვის სწავლის საჭიროებების განსაზღვრა.
ღირებულებები    განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად:
იცავს კონფიდენციალობასთან დაკავშირებულ ყველა წესსა და პროცედურას; 
არის კომუნიკაბელური, პუნქტუალური და მოწესრიგებული; 
პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობებს; 
აქვს კორპორატიული კულტურა.

 

 

 

 

 


პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა)
  პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა) მოიცავს:
•    ლექციას
•    სამუშაო ჯგუფში მუშაობას
•    პრაქტიკულ მეცადინეობას
•    დამოუკიდებელ მეცადინეობას
•    სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას
•    გამოცდების (შუალედური და დასკვნითი) ჩაბარებას

სწავლა-სწავლების ფორმები
ლექცია - სტუდენტებისადმი სისტემატურად და თანმიმდევრულად სასწავლო მასალის გადაცემა, განსახილველი თემის ან რაიმე საკითხის ახსნა-განმარტება. იგი აქტიურია, როცა იღებს დიალოგის სახეს, ხოლო პასიურია მონოლოგის ფორმით;  ლექციის სახეებია: ინტერაქტიული ლექცია, ლექცია-პრეზენტაცია.
პრაქტიკული მეცადინეობა/სამუშო ჯგუფში მუშაობა - სტუდენტის ინდივიდუალური მუშაობა პრაქტიკული სახის ამოცანებზე, ან სემინარული ტიპის თემატიკაზე, სალექციო კურსის შესაბამისად;
სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა - სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კურსების წარმატებით ათვისებისათვის დახარჯული სამუშაო დროის (შრომის) რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ლიტერატურის გაცნობა-შესწავლიდან - ჯგუფურ მუშაობამდე და/ან შუალედური და ფინალური გამოცდების მომზადებისათვის.
საწარმოო  (პროფესიული) პრაქტიკა - სასწავლო მეცადინეობის სახე, რომლის პროცესში სტუდენტები პრაქტიკის ხელმძღვანელის მითითებით დამოუკიდებლად ასრულებენ შესაბამისი  სილაბუსით  გათვალისწინებულ საწარმოო დავალებებს მოქმედ ორგანიზაციაში.

პროფესიული სტუდენტის  ცოდნის  შეფასება
დადებით შეფასებად ჩაითვლება:
•    (A) ფრიადი-მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი
•    (B) ძალიან კარგი- მაქსიმალური შეფასების 81-90%;
•    (C) კარგი- მაქსიმალური შეფასების 71-80%;
•    (D) დამაკმაყოფილებელი- მაქსიმალური შეფასების 61-70%;
•    (E) საკმარისი- მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
(FX) ვერ ჩააბარა- მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა ჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი  მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
(F) ჩაიჭრა- მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.
პროფესიულ სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს დასკვნით  გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან არანაკლებ 10 დღეში.   
დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს: 
ა) შუალედურ შეფასებას, რომელიც მოიცავს: ლექციაზე დასწრების შეფასებას; აქტივობის შეფასებას; სამუშაო ჯგუფში მუშაობის შეფასებას;   შუალედური გამოცდის შეფასებას.
 ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას..

შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების სისტემა შედგენილი და კურსის სილაბუსში წარმოდგენილია  საგნის მასწავლებლის მიერ.


შეფასების მეთოდები
•    ტესტი
•    ზეპირი გამოკითხვა
•    ჯგუფური/ინდივიდუალური პროექტი
•    პრაქტიკის ანგარიში

 

 


სწავლების მეთოდები
სწავლებისას  გამოიყენება ისეთი აქტიური მეთოდები, როგორიცაა: 
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი - გულისხმობს სალექციო მასალის გადაცემას სტუდენტისათვის ვერბალური გზით, რომლის დროსაც გამოიყენება კითხვა–პასუხის, ინტერაქტიური მუშაობის, პრაქტიკული სიტუაციის მოდელირების საფუძველზე თეორიული დებულებების ახსნის მეთოდები;
ახსნა–განმარტებითი მეთოდი - ეფუძნება მოცემული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
დისკუსია/დებატები - ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აქტიურად გამოხატონ მიღებული ცოდნა და ინტენსიურად ჩაერთონ ჯგუფში მუშაობის პროცესში, წარმოადგინონ მომზადებული პრეზენტაციები, განახორციელონ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა;
პრეზენტაცია - ითვალისწინებს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას, რის გამოც სტუდენტები ვალდებული არიან მოიძიონ რელევანტური მასალები წინასწარ მოცემულ საკითხებზე და წარმოადგინონ სლაიდ-შოუ. პრეზენტაციები შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
დემონსტრირების მეთოდი - გულისხმობს ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას და გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმა. შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით იგი ეფექტურია. შესაძლოა, მასალა ერთდროულად ელექტრო ტექნიკური და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. 
ჯგუფური მუშაობა - გულისხმობს  სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება, ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.  
საქმიანი (როლური) თამაშები -  სხვადასხვა სიტუციებში, წინასწარ დადგენილი წესებით, მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების იმიტაციური მეთოდი (რეალურ ობიექტზე ექსპერიმენტების ჩატარების გარეშე მოვლენის შინაარსის გაცნობიერება) სიუჟეტურ-რო¬ლებია¬ნი თამაშის ორგანიზაციის გზით. იგი სტუდენტებისათვის სი¬ნამ¬დვი¬ლესთან მიახლოებულ სიტუაციაში ადეკვატური ქცევის ნორმების შეცნობის საშუალებაა, რომელიც აუცილებლად მოიცავს თამაშის მიზნის, დავალების, პირობების და წესების გაცნობას.
ინდუქციური მეთოდი - სწავლის პროცესში დახმარებას უწევს აზრის მსვლელობას კერძოდან (კონკრეტულისაკენ) ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
დედუქციური მეთოდი - ცოდნის გადაცემის ისეთი ხერხია, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის გამომჟღავნების ლოგიკური პროცესია, ანუ ზოგადიდან კონკრეტულისაკენ პროცესის მიმდინარეობის მართვაა.
ანალიზის მეთოდის - გამოყენებით სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილება კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხის მანამდე უცნობ მხარეებს. ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, რაც ამარტივებს დასმული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალურ გაშუქებას.
გონებრივი იერიშის - მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას, რაც გულისხმობს დავალების ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად შესაძლებელი (შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებული) მოსაზრების, იდეის ჩამოყალიბებასა და პრეზენტაციას, კერძოდ: პრობლემის დასმა ან საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა; დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა; გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან; კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა; შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით; უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული პროფესიული მასწავლებლები დამოუკიდებლად ირჩევენ იმ მეთოდებს, რომელიც პასუხობს კურსის სწავლების სპეციფიკას და მითითებულია სილაბუსებში. 

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსი
შპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრებით. სასწავლო დისციპლინებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პროფესიული საქმიანობის გამოცდილება და პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, ეწევიან ინტენსიურ  პრაქტიკულ და მეთოდურ მუშაობას.    

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსი.
შპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყენება დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, აუდიტორიები.
თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის საწარმოო პრაქტიკის გავლის მიზნით შპს საზოგადოებრივ კოლეჯს “XXI საუკუნე“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტებისათვის  პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას და  სპეციალობის პრაქტიკული ასპექტების შესწავლას.