დამტკიცებულია საზოგადოებრივი კოლეჯი

„XXI საუკუნე“დირექტორის

ბრძანებითN57 28.07.2016.

 
საზოგადოებრივი კოლეჯი XXI საუკუნე

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფასების ინსტრუქცია

 

მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება

1.1. დაწესებულებაში პროფესიული პროგრამები იქმნება შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით დამსაქმებლებთან და სპეციალისტებთან ერთად.

1.2. დაწესებულება სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს პროფესიული პროგრამებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფასების ზოგად სისტემა- ინსტრუქციას  (შემდგომში  „შეფასების  სისტემა").  რომელიც  განისაზღვრება  ამ  წესის შესაბამისად;

1.3. დაწესებულება შეფასების სისტემის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით - თითოეული პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი და მოდულური პროგრამა ინდივიდუალურია და განსხვავებული მიდგომები სჭირდება.

1.4.  პროფესიული  პროგრამებისა  და  დაწესებუღეების  შეფასება  ხდება  რეგულარულად.  ამ წესით წინასწარ გაწერილი და დაგეგმილი შეფასების ინსტრუქციის მიხედვით;

1.5. დაწესებულებაში მოქმედებს პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა. რომლის შედეგებიც გამოიყენება სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

1.6.  პროგრამის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად:

ა) პროგრამის მიმდინარეობისას;

ბ) პროგრამის დასრულების შემდეგ.

 

მუხლი 2. სწავლების ხარისხის შეფასების ციკლის ეტაპები

2.1.  სწავლების ხარისხის შეფასების ციკლი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

Ø  დაგეგმე

Ø  განახორციელე

Ø  შეამოწმე

Ø  განავითარე

2.1.1. დაგეგმე - სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება ჩასატარებელი ღონისძიებების სიხშირე. კრიტერიუმები და განმახორციელებლები. განისაზღვრება კონკრეტული მიზნები. რესურსები. ამ მიზნების მისაღწევი სტრატეგიული ქმედებები.

2.1.2. განახორციელე - ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელების პროცესი ექვემდებარება  რეგულარულ  შემოწმებას  და  ანგარიშგებას.  სისტემატური  შემოწმების შედეგებმა შეიძლება მოითხოვოს ცალკეული პროგრამების ან მათში შემავალი კომპენენტების მოდიფიკაცია ან კორექტირება. ამ პროცესზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისობაში მოიყვანონ დადგენილ სტანდარტებთან.

2.1.3.   შეამოწმე       -       დაწესებულების   მიერ   ჩატარებული   კვლევის    შედეგები             ხარისხის უზრუნეელყოფის სამსახურის მიერ ეცნობება დირექტორს. კვლევებით მიღებული შედეგების შემოწმების მიზანია ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუმავება.

2.1.4.    განავითარე    -      ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახური  განსაზღვრავს  კითხვარებით

გამოვლენილი ხარვეზების მიზეზებს და რეკომენდაციების შემუმავების გზით ადგენს მდგომარეობის გაუმჯობესების მექანიზმებს.

2.2. სასწავლო პროცესის ხარისხის შემოწმების, ხარვეზების გამოვლენისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე ხორციელდება მიღწეული შედეგების შესაბამისობის დადგენა პროგრამის შესაბამის ეტაპზე მოსალოდნელ სწავლის შედეგთან.

2.3. პროგრამების განხორციელების შეფასეხის მიზნით ინტერვიუერებს ურიგდებათ კითხვარები. გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე ხდება შედეგების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში პროგრამის კორექტირება.

2.4. ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება დადგენილ სტანდარტებთან დაწესებულების პროგრამების, სილაბუსების, მოდულების სასწავლო პროცესის. პერსონალის, ადამიანური რესურსების, სამსახურების ფუნქციონირების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ხარისხის სისტემატური შეფასების გზით.

 

მუხლი 3. ხარისხის შემოწმების ფორმები

3.1.    დაწესებულებაში   სწავლების   ხარისხის   შეფასების   მიზნით   გამოიყენება   ხარისხის შემოწმების შემდეგი ფორმები:

3.1.1. პროფესიული მასწავლებლისა და სასწავლო კურსის შეფასება (დანართი 1);

3.1.2. პროფესიული სტუდენტის კითხვარი დაწესებულების შესახებ (დანართი 2);

3.1.3. სამოქმედო გეგმის კითხვარი (დანართი 3);

3.1.4. პროფესიული განათლების მასწავლებლის კითხვარი (დანართი 4);

3.1.5. მოდულური პროგრამის განმახორციელებელი პირის და მოდულის შეფასება (დანართი 5);

3.1.6.  პროფესიული სტუდენტის თვითშეფასება (დანართი 6);

3.1.7. მოდულური პროგრამის განმახორციელებელი პირის კითხვარი (დანართი 7).

 
მუხლი 4. დასკვნითი დებულება

4.1.      დაწესუბულების  პროფესიული  პროგრამების  შეფასების  სისტემის  ფუნქციონირებას უზრუნელყოფს დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

4.2.     ხარისხის     უზრუნველყოფის     სამსახური     პასუხისმგებელია     შეფასების     სისტემის

დოკუმენტაციის შესაბამისი წესით წარმოებაზე.