დამტკიცებულიაშპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე”
დირექტორისბრძანებითბრძანება №09 ,  10.01.2012
განახლებულია დირექტორისბრძანება №5, 07.05.2014

                                                                                                  
შპს საზოგადოებრივი კოლეჯისXXI საუკუნე”
უსაფრთხოების წესები

მუხლი 1.ზოგადი დებულებანი
შპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე” (შემდგომში‐კოლეჯი) უსაფრთხოების წესი (შემდგომში ‐ წესი), განსაზღვრავს და არეგულირებს კოლეჯში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურებს.

მუხლი 2. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმები
1. კოლეჯი დაცვის სამასახურის მეშვეობით უზრუნველყოფს:
ა. კოლეჯის კუთვნილი ქონების დაცვას;
ბ. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენას კოლეჯის შენობა‐ნაგებობაში და მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის, რომელიც საჭიროებს აღნიშნულ დახმარებას.
დ. კოლეჯის შენობა-ნაგებობაში უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დახმარებას გადაადგილების დროს (ასეთების არსებობის შემთხვევაში);

მუხლი 3. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. კოლეჯში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია  საევაკუაციო გეგმა და ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება.
2. კოლეჯი აღჭურვილია ცეცხლმაქრებით.
3. საგანგებო ვითარების დროს, საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის ადმინისტრაცია ან დარაჯი  უკავშირდება შესაბჯამის უწყებებს (სასწარაფო, სახანძრო, პატრული და ა.შ).

მუხლი 4. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა
1. კოლეჯში არსებობს სამედიცინო დახმარების კუთხე, სადაც განთავსებულია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები. საჭიროების შემთხვევაში ექიმი უზრუნველყოფს მათ დახმარებას.
2. ისეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროებისას, რომლის კომპეტენცია არ ექიმს,  გამოძახებული იქნება სასწარაფო დახმარება.
3. კოლეჯი იღებს ვალდებულებას მედიკამენტების ვარგისიანობაზე, ამისათვის მუდმივად ხდება არსებული და შესაძენი მედიკამენტების ვადის გადამოწმება  შემდეგ მათი გამოყენება.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი
1. კოლეჯს აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ქმედება უსაფრთხოების დასაცავად, რაც ამ წესით არ არის განსაზღვრული, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და დამდგარ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომლის გამოც საჭირო გახდება ასეთი წესების გამოყენება.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
1. ამ წესს ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.
2. ამ წესსში ცვლილებების და/ან დამატებების შეტან ხდება კოლეჯის დირექტორის
ბრძანებით.