დამტკიცებულია შპს საზოგადოებრივიკოლეჯის“XXI საუკუნე”
დირექტორისბრძანება №5, 07.05.2014
შპს საზოგადოებრივი კოლეჯის “XXI საუკუნე” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი  
1.1. შპს საზოგადოებრივი კოლეჯის (შემდგომში – კოლეჯი) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს კოლეჯის სტრუქტურულ ერთეულს.
1.2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზითა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;
1.3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს პროფესიული განათლების შესახებ კანონით, კანონქვემდებარე აქტებით, კოლეჯის დებულებით და წინამდებარე დებულებით.
1.4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.

მუხლი 2. მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
2.1. სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა,  ავტორიზაცის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება;
2.2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახდენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურ მონიტორინგს, მოდიფიცირებას,  როგორც საკუთარი ძალებით, ისე პროფესიულ მსწავლებელთა დახმარებით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და შეფასების პროცესში იყენებს  ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს, პროფესიულ სტანდარტებს, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს და სხვ.
2.3. ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახური ახორციელებს პროფესიულ მასწავლებელთა მიერ  მომზადებული სილაბუსების ანალიზსსა და შეფასებას; მუდმივად ზრუნავს მათ განახლებაზე, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, უახლესი ლიტერატურის მოძიებასა და გამოყენებაზე სწავლების პროცესში;
2.4. ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახური ახორციელებს საგამოცდო უწყისების მუდმივ მონიტორინგს და სტუდენტთა ქულობრივი შეფასებების სტატისტიკურ ანალიზს, ხოლო მის საფუძველზე შეიმუშავებს  სახელმძღვანელო რეკომენდაციებს;
2.5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა მობილობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შეიმუშავებს იმ მექანიზმებსა და წესებს, რომლებითაც ხდება სტუდენტების მიერ აღებული კრედიტების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სისტემატურად სწავლობს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას (კომპიუტერების,უახლესი ტექნოლოგიური საშუალებების მდგომარეობას, ბიბლიოთეკის წიგნად  და ციფრულ ფონდს და ა. შ.), ხოლო ანალიზის საფუძველზე  წარუდგენს რეკომენდაციებს  დირექტიორს არსებული სასწავლო ბაზის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
2.7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ბოლოს  ახდენს  როგორც სტუდენტების, ისე პროფესიულ მასწავლებელთა გამოკითხვას, ხოლო შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, სწავლების ხარისხის ამაღლების, სასწავლო პროგრამების სრულყოფა–განვითარებისათვის;
2.8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს თვითშეფასების პროცესის ინდიკატორებს, წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად და იყენებს თვითშეფასების პროცესში;
2.9. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს კოლეჯის პროფესიულ მასწავლებელთა თვითშეფასების პროცესს, რაც ავტოირზაციის/აკრედიტაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

მუხლი 3. თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
3.1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საკუთარი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად მაქსიმალურად იყენებს ადგილობრივ რესურსებს, ამყარებს მჭიდრო კონტაქტებს საქართველოში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მოაწყობენ  შეხვედრებს, კონფერენციებს, სემინარებსა და ტრენინგებს, რაც სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობაა;
3.2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან“;
3.3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ავტორიზაციის/აკრედიტაციის  კრიტერიუმების შემუშავების პროცესში, ხოლო შემდეგ ამზადებს ამ პროცესებისათვის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პროფესიულ მასწავლებლებს,  შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომლის საფუძველზეც  ემზადება ავტორიზაცია/ აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად.

მუხლი 4.ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
4.1. განიხილავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ახდენს მათ მოდიფიცირებას და დასამტკიცებლად წარუდგენს  კოლეჯის დირექტორს;
4.2. ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით;
4.3. ამზადებს თვითშეფასების ყოველწლიურ ანგარიშს;
4.4. ხელმძღვანელობს და ანალიზს უკეთებს სტუდენტთა და თანამშრომელთა გამოკითხვებს და მიღებულ შედეგებს იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
4.5. აკეთებს გარე და შიდა შეფასების ანალიზს და წარუდგენს კოლეჯის დირექტორს;
4.6. ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა მობილობას და კრედიტების აღიარებას;
4.7. ახორციელებს საგამოცდო უწყისების მუდმივ მონიტორინგს და სტუდენტთა ქულობრივი შეფასებების სტატისტიკურ ანალიზს;
4.8. თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
5.1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი;
5.2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კოლეჯის  დირექტორის ბრძანებით.